Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს გადაწყვეტილება სამართლიანობისკენ არის მიმართული ცალსახად"


6 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შოთა თუთბერიძე, "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" იურისტი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო სასამართლოს 3 ივლისის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეეხებოდა რელიგიური ორგანიზაციების სარჩელებს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ერთი შეეხებოდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმას, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. მეორე კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით. საკონსტიტუციო სასამართლომ ორივე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს მიუთითა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლთან ("ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია) შესაბამისობაში მოყვანა შეუძლია როგორც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებული შეღავათების გაუქმებით, აგრეთვე სხვა დანარჩენ რელიგიურ ორგანიზაციაზე მსგავსი შეღავათის გავრცელებით.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG