Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან მაისტერი რუსეთის პოლიტიკაზე, დასავლეთის ინტერესებსა და საქართველოს ოკუპაციაზე


ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წამოწყებიდან 10 წელი გავიდა. რა წარმატება მოიტანა ამ ინსტრუმენტის ამუშავებამ და რა ნაკლოვანებები აჩვენა ევროკავშირის ურთიერთობაში თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან? შტეფან მაისტერი, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის დირექტორი მრავალი წელია იკვლევს საერთაშორისო ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მუდმივად იყო რუსეთი და მისი პოლიტიკა. შტეფან მაისტერის რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს ძირითადი თემებია: საქართველოს ოკუპაცია, რუსეთის პოლიტიკის პრინციპები, დასავლეთის ინტერესები და ის, თუ რატომ არის რუსეთი მგრძნობიარე ევროკავშირის ინიციატივების მიმართ: რადიო თავისუფლება: ბატონო მაისტერ, მსურს უახლესი ამბით დავიწყო, ვგულისხმობ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოში. დიდი ინტერესი იყო ამ ვიზიტის მიმართ, განსაკუთრებით უკრაინის საკითხზე მისი ინიციატივის - ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ გამო. ყველას აინტერესებდა, ხომ არ მოჰქონდა მას საქართველოსთვისაც რაიმე ახალი გეგმა ან ფორმულა. მან ეს უარყო ვიზიტამდეც და ვიზიტის დროსაც. მსურს გკითხოთ, ხომ არ ხედავთ რაიმე პოტენციალს ევროკავშირში, გერმანიაში ან ბატონ შტაინმაიერში - საქართველოს ოკუპაციის საკითხის მოგვარებისთვის რაიმე ახალი იმპულსის მიცემის თვალსაზრისით? შტეფან მაისტერი: ვფიქრობ, შტაინმაიერი როგორც პრეზიდენტი - ანუ უფრო წარმომადგენლობითი პირი - არ არის უფლებამოსილი ასეთი ინიციატივა წარმოადგინოს, როგორც ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესია, უბიძგონ უკრაინას და აგრეთვე საქართველოს, ჰქონდეთ უფრო ახლო მოლაპარაკებები ან შეთანხმება კონფლიქტებზე რუსეთთან, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეთ იდეები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ვითარება. ასე რომ, ვერ ვხედავ ევროკავშირში ლიდერობას კონფლიქტების საკითხზე - ვერც გერმანიისას, ვერც საფრანგეთისას. გარკვეულ იმედს ამყარებენ ზელენსკიზე, იმ დინამიკაზე, რომელიც უკრაინაში გვაქვს, რამაც შეიძლება გარკვეული სარგებელი მოუტანოს საქართველოსაც მის კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით. თუმცა, ვფიქრობ ორივე ქვეყნის ვითარება სპეციფიკურია და ვერ ვხედავ, რომ რუსებს ჰქონდეთ რაიმე კომპრომისის ინტერესი. ასევე ვერ ვხედავ, რომ გერმანიას ან ევროკავშირს ჰქონდეთ რაიმე ახალი იდეები ამ კონფლიქტებისთვის დინამიკის შესაძენად. ასე რომ, არ არსებობს ახალი „შტაინმაიერის ფორმულა“ საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებით. რადიო თავისუფლება: ხედავთ თუ არა დასავლეთის როლს, არა იმდენად ორგანიზებაში, არამედ უფრო ზალკალიანისა და ლავროვის ნიუ იორკში შეხვედრის ფაქტში? შტეფან მაისტერი: ვფიქრობ, არის დასავლეთის როლი. ისევე, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ არის ზეწოლა დასავლეთისგან, რომ ელაპარაკონ რუსეთს, რადგან დღეს არსებობს უკრაინის გამო დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლებისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მზარდი ინტერესი. ამას განაპირობებს ჩინეთის ფაქტორიც, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებიც და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებული სირთულეებიც და ამ ეტაპზე არის ეს ინტერესი და დინამიკა ევროკავშირში, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ეს კონფლიქტები წარმოადგენს ძირითად წინაღობებს ამ გზაზე. შემიძლია ვივარაუდო, რომ იყო აგრეთვე გარკვეული ინტერესი და ზეგავლენა საქართველოზე, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა. რადიო თავისუფლება: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, შეიძლება ითქვას, არის ევროკავშირის ერთ-ერთი დინამიური და ძლიერი ინსტრუმენტი თავის პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სამ სამხრეთკავკასიურ ქვეყანასა და დანარჩენ სამ ქვეყანასთან. მინდა საუბარი ამ თემით გავაგრძელოთ. თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს: „ევროკავშირი არასანდო პარტნიორია, რამდენადაც ის აგრძელებს გეოპოლიტიკურ თამაშს პრინციპით - „ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ“. უკრაინისთვის დაწესებული სანქციებიც ამ ლოგიკას მიყვება... როცა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იქმნებოდა, შევეცადეთ გაგვეგო რამდენად იქნებოდა მასში გათვალისწინებული რუსეთის ინტერესები, რადგან იქ მიიწვიეს ჩვენი უახლოესი მეზობლები. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ... გვითხრეს, რომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებდით ზოგიერთ პროექტში. შემოგვთავაზეს შევერთებოდით პროგრამას დამკვირვებლის რანგში. ეს კვლავაც გრძელდება. „აღმოსავლეთ პარტიორო

XS
SM
MD
LG