Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი წილი ვალდებულება


ავტორი: დათა წიკლაური

წარმოიდგინეთ, რომ გყავთ გაცილებით უფროსი მეგობარი, რომელიც არც თუ ისე ძლიერი და გავლენიანია, თუმცა მუდამ განებივრებთ სხვადასხვა საჩუქრებით, შეძლებისდაგვარად გეხმარებათ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში და თქვენ, მეტად ამაყი ხართ მისი არსებობით.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ახლოვდება თქვენი მეგობრის დაბადების დღე და თქვენ, რა თქმა უნდა, ცდილობთ სათანადო საჩუქარი შეურჩიოთ მას. სამწუხაროდ, თქვენი დიდი მონდომებისა და მცდელობის მიუხედავად, არ გაქვთ შესაძლებლობა აარჩიოთ მეგობრისთვის სათანადო, იდეალური საჩუქარი. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარეობს შეკითხვა: როგორ მოიქცევით თქვენ, ეცდებით, რომ შემოთავაზებული ვარიანტებიდან არჩევანი შეაჩეროთ უკეთესზე თუ საერთოდ საჩუქრის გარეშე დატოვებთ მეგობარს?

ზოგადად, ყველა არჩევნებს თან სდევს მრავალი ინტრიგა, დაპირისპირება, დაძაბულობა, აზრთა სხვადასხვაობა და ეგრეთწოდებული არაორდინალური გარემო. მსგავს სიტუაციაში შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე კატეგორიის წარმმადგენელი ინდივიდები. პირველნი არიან ისინი ვინც, ოდნავაც არ ინტერესედებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. მათ საპირწონედ შეგვიძია გავიხსენოტ საზოგადოების ნაწილი, რომელიც მუდამ აქტიურადაა პროცესებში ჩართული და საკუთარი რჩეული ძალაც იდენტიფიცირებული ჰყავთ. ამ ორი პოლუსის შუაში კი არის ხალხის ნაწილი, რომელიც აცნობიერებს დემოკრატიის საჩუქარს, თუმცა იმ მიზეზით, რომ ვერ არჩევს საკუთარ ფავორიტ მხარეს ნიჰილისტურად არის განწყობილი არჩევნების მიმართ. ასეთი, საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს მოვლენების გვერდიდან დაკვირვებას და კრიტიკული პოზიციის წამოყენებას ყველა სხვა პოზიციისა თუ მხარის მიმართ. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ სახელმწიფოსთვის იდეალურ კანდიდატებს ვერ ხედავენ შემოთავაზებულ არჩევანში და ამიტომაც უჭირავთ შუალედური პოზიცია.

ნებსით თუ უნებლიეთ აღნიშნული კატეგორია, სრულად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და თავს ყველა სხვა პოზიციის გაკრიტიკებით „ირთობს“. თუმცა, მე თუ მკითხავთ, სწორედ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული საზოგადოება აძლევს ხელისუფლებებს მოტივაციას, რომ იზრუნონ არა, მოქალაქეებზე, არამედ კერძო ინტერესების გატარებაზე. მსგავსი საზოგადოება ნამდვილად ვერ ჩაითვლება ხელისუფლების ძლიერ მაკონტროლებელ ძალად. ხოლო თუ იმ დებულებას, რომ სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, ჭეშმარიტად მივიჩნევთ, მაშინ გვჭირდება პასუხისმგებლობით სავსე საზოგადოება, რომელიც რთულ, ეგრეთწოდებულ გამოუვალ მდგომარეობაში საკუთარ ეგოზე წინ ქვეყნის კეთილდღეობას დააყენებს და ეცდება მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება...

მეგობრის დაბადების დღეს რაც შეეხება. ჩვენი სახელწიფო, რომელიც დღენიადაგ გვემსახურება, გვაძლევს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას, გვინახავს საუკუნოვან კულტურასა და ისტორიას, რომლითაც შემდგომ საერთაშორისო არენაზე ამაყად მოგვაქვს თავი, ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ხანდახან, დროგამოშვებით ავიღოთ სათანადო პასუხისმგებლობა და მის სამსახურში ჩავდგეთ. იმის ნაცვლად, რომ თავი ავარიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, უნდა ვიმოქმედოთ და სხვასაც ამისკენ ვუბიძგოთ. არაა გამორიცხული, რომ დავუშვათ შეცდომა, თუმცა შეცდომებზე სწავლა შეიძლება, ხოლო უმოქმედობა კი არაფერს გვპირდება... სწორედ ამიტომ, მე ვარჩევ გამოვიდე კომფორტული მდგომარეობიდან, ავიღო წილი პასუხისმგებლობა, „მეგობარს“ სათანადო ყურადღება დავუთმო და შევასრულო ჩემი წილი ვალდებულება...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG