Accessibility links

ჩვენ ეს თაობა ვართ


ავტორი: გიორგი წიკლაური

მე-20 საუკუნის სამოციანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლაგაზრდული მოძრაობების ბუმი იყო, იქმნებოდა ახლაგაზრდული ორგანიზაციები,სტუდენტები ცდილობდნენ თავისი სათქმელი ღიად და საჯაროდ დაეფიქსირებინათ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა მიჩიგანის უნივერსიტეტის ორი სტუდენტის ელ ჰაბერისა და ტომ ჰეიდენის მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ "სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისათვის", ამ ორგანიზაციის ასე ვთქვათ ლოზუნგად იქცა 1962 წელს ტომ ჰეიდენის მიერ წარმოთქმული შემდეგი სიტყვა: "ჩვენ ვართ იმ თაობის ადამიანები, რომლებიც გავიზარდეთ შედარებით კომფორტულად, ვართ უნივერსიტეტის სტუდენტები და არაკომფორტულად ვთვლით იმ სამყაროს რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგება".

1962 წელს პორტ-ჰურონში წარმოთქმული აღნიშნული სიტყვა ჩემი აზრით დღესაც არ კარგავს აქტუალობას თავისი შინაარსით და ვფიქრობ რომ ამ მართლაც ძალიან კარგად ჩამოყალიბებულ სიტყვაში ნათლად ჩანს არამარტო ის თუ რას ფიქრობდა მაშინ ამერიკელი ახალგაზრდობა, არამედ პირადად მე მგონია რომ დღეს ზუსტად ასე უნდა ფიქრობდეს ქართველი ახალგაზრდობა.

ჩვენ დღევანდელი ქართველი ახალგაზრდები სხვა რეალობაში გავიზარდეთ, დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში გავიზარდეთ და ჩვენი აზროვნება, მსოფლმხედველობა ყალიბდება დამოუკიდებელი საქართველოს წიაღში. ჩვენ ვიცით თუ რა არის დამოუკიდებლობის, მშვიდობის, თავისუფლების ფასი.

ჩვენ ის თაობა ვართ, ბევრი კრიტიკის მოსმენა, რომ შეგვიძლია დახეულ ჯინსებიანი, პირსინგიანი, ტატუებიანი თაობა, რომელთათვისაც თავისუფლება მხოლოდ მთებში კი არააა არამედ ყველგან და ყველაფერშია და სწორედ ამიტომ მსგავსი სილაღის და თავისუფლების გამო მომავალი ჩვენია, თაობის, რომელსაც უყვარს საქართველო მაგრამ სურს გახადოს ის უკეთესი,

ამ ყველაფერს კი უბრალოდ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ვწერ რომელთათვისაც ამ ქვეყნის მომავალი სულერთი სულაც არაა და რომლებიც იმაზე არ ვფიქრობთ ოღონდ აქედან წაგვიყვანაო. ამ ყველაფერს ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ვწერ, ხალხისთვის ვინც საკმაოდ ხშირად სხვადასხვა ბარებში, ღონისძიებებზე თუ ფესტივალებზე ვიკრიბებით და ჩვენს გარშემო ჩვენ წილ საქათველოს ვქმნით და ვალამაზებთ.

ჩვენ ის თაობა ვართ, რომლისთვისაც ყველაზე ღირებული ყოველთვის ადამიანის სიცოცხლის უფლება და თავისუფლად საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება იქნება.

ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც საქართველოში ქართულ ვუდსტოკსაც მოაწყობს, ქვეყნის ტერიტორიებსაც დაიცავს, ევროპულ ღირებულებებსაც გაითავისებს ოღონდ არა იმგვარად, როგორც სამწუხაროდ ხშირად გვაწვდიან ხოლმე და პროგრესის ძალით უკეთეს ქვეყანას ააშენებს.

ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც აღარ გვინდა ცხოვრება წარსულის სიდიადის ტყვეობაში და გვინდა ჩვენ თვითონ შევქმნათ ნათელი მომავალი,..

ასე, რომ ვიაროთ არა მოღუშული სახეებით, არამედ ერთმანეთს ღიმილიანი და პოზიტიური სახეებით ვუყუროთ ,აგრესია კი არ გამოვხატოთ პირსინგიან ახალგაზრდებზე, საყურეებიან ბიჭებზე, პირიქით ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორებიც ვართ, რადგან ჩვენ ყველანი ერთი სივრცის წევრები ვართ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG