Accessibility links

ცემა პირსინგისა და ჭრელი პერანგის გამო


21 ივნისს, საღამოს 7 საათზე, როდესაც მწერალი ზურა აბაშიძე
სამსახურის შემდეგ მეგობართან შესახვედრად მიდიოდა, ქუჩაში
უცნობი, შავმაისურიანი პირი აედევნა. მან ზურა აბაშიძეს ჯერ
ჰომოფობური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა,
შემდეგ კი სცემა. უცნობი მხოლოდ მას შემდეგ გაიქცა, რაც საქმეში
ხალხი ჩაერია. ზურა აბაშიძემ პოლიციას მიმართა. თუმცა იქაც, მისი
სიტყვებით, არაერთ დაბრკოლებას წააწყდა.

„სახეში მუშტების რტყმას არ დავუსტრესივარ ისე ძალიან, როგორც
მახინჯმა პოლიციურმა სისტემამ, სადაც ვერ ხვდებიან, როგორ უნდა
ელაპარაკონ დაზარალებულ ადამიანს, სადაც საქმის აღძვრა
ეზარებათ და სადაც გარტყმაში არ არიან, რას ნიშნავს, როცა ვიღაცა
ქუჩაში გირტყამს იმის გამო, რომ ჭრელი პერანგი გაცვია“, -
წერს
ზურა აბაშიძე სოციალურ ქსელში.


შსს-მ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. გენინსპექცია
კი მოიკვლევს, გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას
პოლიციელებმა.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრმა ახალგაზრდა ავტორს ზურა
აბაშიძეს სოლიდარობა გამოუცხადა ჰეშტეგით #არაჰომოფობიას,
#არა ძალადობას და შესაბამის ორგანოებს საქმის დაუყოვნებლივ
გამოძიებისაკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG