Accessibility links

ცემა ჰომოფობიური საფუძვლით


ჰომოფობიურ ნიადაგზე სამი ადამიანი სცემეს გლდანში 1 აგვისტოს. ინცინდენტი გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე ცემის ფაქტზეა აღძრულია, დანიშნულია სამედიცინო და სასამართლო ექსპერტიზაც,

„ჩვენი ვიზუალი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ჩვეულებრივად გამოვიყურებოდით და არაფერი განსაკუთრებული არ გვეცვა“
მებო წიკლაური

რადიო თავისუფლებასთან საუბარში მებო წიკლაური, რომელიც სამთაგან ერთ-ერთია ვინც თავდასხმის ობიექტი გახდა, ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი პირი, მას და მის მეგობრებს თავდაპირველად სიტყვიერ, შემდეგ უკვე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ინცინდენტის მიზეზად კი მებო წიკლაური, მისი მეგობრების გენდერულ ინდენტობას და ჩაცმულობას ასახელებს.

ვითარება, საპატრული პოლიციის გამოძახების შემდეგ განიმუხტა, როგორც თანასწორობის მოძრაობის ხელმძღვანელმა ლევან ბერიანიძემ დაწერა, თავის ფეისბუკ გვერდზე, „პოლიცია თავიდან გულგრილად ეკიდებოდა საქმეს, თუმცა Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა-ს იურისტის და საგამოძიებო ნაწილში სხვა განყოფილების ჩართვის შემდეგ, პოლიციის დამოკიდებულება გაუმჯობესდა“

საშინელებაა, ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ იმის გამო რომ სხვას არ ჰგავხარ შეიძლება მოგკლან.
მებო წიკლაური

მებო წიკლაურის, თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ნორმალურია, მის ორ მეგობარი სასწრაფო დახმარების ​ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, ამაჟამად ისინიც თავს ნორმალურად გრძნობენ. თუმცა, როგორც მებო წიკლაური ამბობს, ფიზიკურ ტრავმასთან ერთად ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღეს.

მებო წიკლაურმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამომძიებლები დაზარალებულებს კარგად ექცეოდნენ, რისთვისაც მათ პირადად მებო წიკლაურმა მადლობაც გადაუხარდა.

დაშავებულები პოლიციიმ უკვე დაკითხა. საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG