Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯის მონასტერთან


ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯის მონასტერთან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:06 0:00

5 მაისს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, იქ სადაც გადის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, სამოქალაქო აქტივისტების ერთმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ კომპლექსის იმ მონაკვეთს, რომელიც აღდგომის წინადღეებში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით ჩაკეტეს, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. ისინი მოითხოვდნენ, აღარ შეეზღუდოთ საქართველოს მოქალაქეებს მონასტრის იმ მონაკვეთზე გადაადგილება, რომელიც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს. „დავით გარეჯი საქართველოა“ - იყო ამ აქციის მთავარი სლოგანი. აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ საზღვრის დემარკაციის საკითხი მალე გადაწყდება.

XS
SM
MD
LG