Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების გამო 481 ადამიანი დაიღუპა


საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპული ადამიანების რიცხვი წინა წელთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი.

გაზრდილია თბილისში მომხდარი ავარიებისას დაღუპულთა რაოდენობაც: 2019 წელს წინა წელთან შედარებით დაღუპულ პირთა რიცხვი 10 %-ით გაიზარდა (9 ადამიანით მეტი დაიღუპა) , ხოლო საგზაო შემთხვევები 8%-ით.

არასამთავრობო ორგანიზაცია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებად ასახელებს:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG