Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მშვენიერაძე: "ეს არის მშიშარა ადამიანების ქცევა"


გიორგი მშვენიერაძე: "ეს არის მშიშარა ადამიანების ქცევა"
please wait

No media source currently available

0:00 0:15:09 0:00

26 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელი. მან განმარტა პოზიცია, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად უპრისპირდება საკანონმდებლო ინიციატივას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ. "ჩვენ ვიცით, რომ სიძულვილის ენა ცუდია, მაგრამ მასთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად შერჩეული გვაქვს განათლება", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე და მნიშვნელოვნად თვლის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. სხვა საკითხია ის, რომ "რელიგიური გრძნობა" არასამართლებრივი ტერმინია, შეუძლებელია მისი კანონმდებლობით განსაზღვრა. GDI-ს ხელმძღვანელის განმარტებით, სხვებისთვის დუმილის დაწესებას მშიშარა ადამიანები ითხოვენ, ვინც სიტყვით ვერ ახერხებს დაიცვას თავისი შეხედულებები. "მსოფლიოს განვლილი ისტორია გვიჩვენებს, რომ მსგავსი რეგულაციები ყოველთვის იყო ინსტრუმენტი უმრავლესობების ხელში მიეღწიათ უმცირესობების გაჩუმებისთვის - იქნება ეს დაკავშირებული რელიგიურ თუ პოლიტიკურ საკითხებთან", - ეუბნება გიორგი მშვენიერაძე რადიო თავისუფლებას. "პრობლემა ის არის, რომ პარლამენტარები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გველაპარაკება არა კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების სახელით, არამედ გველაპარაკებიან რელიგიის სახელით. ისინი გველაპარაკებიან არა რელიგიის თავისუფლებაზე, არამედ კონკრეტული რელიგიის დაცვაზე", - ამბობს "დილის საუბრების" სტუმარი.

XS
SM
MD
LG