Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს საქმე არ უნდა დარჩეს "ბიჭების ჩხუბად""


"ეს საქმე არ უნდა დარჩეს "ბიჭების ჩხუბად""
please wait

No media source currently available

0:00 0:29:19 0:00

"რა იყო აქ საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოსაძიებელი? კადრებში კარგად ჩანს როგორ ესხმის თავს გენერალურ აუდიტორს ყოფილი მთავარი პროკურორი", - ეკა ქობესაშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე. ეკა ქობესაშვილი ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს და ყვება, რომ 2017 წლის 12 მაისს მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თორდიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების, ან მისი გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით გამოძიებასთან კომუნიკაციის არაერთი მცდელობა სრულიად უშედეგო იყო და დანაშაულის ჩადენიდან წელიწადნახევრის შემდეგ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ამბავიც მედიიდან შეიტყო, მეტიც: "დავიწყეთ გამოძიება ჩვენ თვითონ - იყო თუ არა ეს ბრალი ჩვენს საქმეზე... მეორე დღეს ვიგებთ, რომ თურმე, გვაქვს დაზარალებულის სტატუსი. ყველაფერს ერთად ვიგებთ: ბრალის წაყენებას, დაზარალებულად ცნობას და თურმე, აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოდან შეფარდებული აქვს გირაო". ლაშა თორდიას დაზარალებულად ცნობის შესახებ მის ადვოკატს 2018 წლის 6 ნოემბერს სატელეფონო ზარით შეატყობინა გამომძიებელმა, რამდენიმე წუთით ადრე "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ დაგეგმილი პრესკონფერენციის დაწყებამდე. ეკა ქობესაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს საქმეზე მუხლის შესაცვლელად - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლიდან (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) 353-ე პრიმა (ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) მუხლზე გადაკვალიფიცირებისთვის, რადგან 2017 წლის 12 მაისის ინციდენტი არ დარჩეს უბრალოდ "ბიჭების ჩხუბად".

XS
SM
MD
LG