Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ წერეთელი - რუსეთიდან დიდუბის პანთეონში

ზურაბ წერეთელი
ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელი 26 აპრილს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

„ნიჭიერი მხატვარი წავიდა ჩვენგან, სკულპტორი, მრავალეროვანი სამამულო კულტურის გამოჩენილი წარმომადგენელი“, - დაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წერეთლის ახლობლების სამძიმრის წერილში.

ზურაბ წერეთელს მისთვის ქანდაკება ჰქონდა მიძღვნილი - ოქროსფერი პუტინი ძიუდოს ფორმაში.

საქართველოში დაბადებული მოქანდაკე და მხატვარი , რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა და მთელ მსოფლიოში მიმოფანტული 5 ათასზე მეტი ნამუშევარი - სკულპტურები, მოზაიკები, ნახატები დატოვა, 22 აპრილს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, ზურაბ წერეთელი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს. რომელსაც საქართველოსთვის უძგერდა გული, რომლის ოჯახში 24 საათი იყვნენ სტუმრები და იყო გაშლილი ქართული სუფრა. რომელიც იყო ლეგენდა. ნათელი შენს ხსოვნას, ჩემო ზურიკო,“ - დაწერა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა, პაატა ბურჭულაძემ.

ზურაბ წერეთლის გახსენებისას განსაკუთრებით აღნიშნავენ მის უნარს, ემეგობრა საჭირო ხალხთან და „გაეტანა“ თავისი პროექტები.

ზურაბ წერეთლის დაკრძალვა
ზურაბ წერეთლის დაკრძალვა

მის ნამუშევრებს შორისაა დეკორაციები ბიჭვინთაში, მოზაიკები აფხაზეთში ავტობუსის გაჩერებებზე, პანო თბილისის პროფკავშირების სასახლეზე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის საელჩოებიც, სადაც უმეტეს ადგილას ახლა რუსეთის საელჩოებია, წერეთლის პანოებით არის გაფორმებული.

1980 წელს წერეთელი იყო ოლიმპიური თამაშების მთავარი მხატვარი მოსკოვში.

1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად, მოსკოვში "საუკუნო მეგობრობის მონუმენტი" დადგა.

1997 წლიდან მოყოლებული რუსეთის სამხატვრო აკადემიას ხელმძღვანელობდა, 1995 წელს კი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დააარსა.

11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად წერეთელმა ამერიკელებს 30-მეტრიანი სტელა - „გლოვის ცრემლი“ - აჩუქა.

აშშ-ში დგას მისი სხვა ქანდაკებაც - „ბოროტსა სძლია კეთილმან“.

თბილისში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თავისუფლების მოედანზე მის მიერ დამზადებული წმინდა გიორგის ქანდაკება აღიმართა.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომლის ხელისუფლებასაც გადასცა გველეშაპთან მებრძოლი წმინდანის მონუმენტი, წერეთლის გარდაცვალების შემდეგ საჯარო სამძიმარი არ გამოუქვეყნებია.

ბიჭვინთა, თბილისი, მოსკოვი, პუერტო-რიკო. წერეთლის ყველაზე ცნობილი და სადავო ნამუშევრები

<p>საკურორტო კომპლექსის მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრები ბიჭვინთაში (1967 წ.) – პანო, ვიტრაჟები, ინტერიერის დეკორაცია, (ფოტოზე) ქანდაკება „მყვინთავები“
1/18

საკურორტო კომპლექსის მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრები ბიჭვინთაში (1967 წ.) – პანო, ვიტრაჟები, ინტერიერის დეკორაცია, (ფოტოზე) ქანდაკება „მყვინთავები“

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>მოზაიკა პროფკავშირების კულტურის სასახლის ფასადზე, თბილისში (1968-1969 წწ.)
2/18

მოზაიკა პროფკავშირების კულტურის სასახლის ფასადზე, თბილისში (1968-1969 წწ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>მოზაიკა თბილისის პოლიტიკური განათლების სახლის ფასადზე (1980 წ.)
3/18

მოზაიკა თბილისის პოლიტიკური განათლების სახლის ფასადზე (1980 წ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>სტელა „ადამიანი და მზე“ თბილისის აეროპორტის მახლობლად (1980 წ.)
4/18

სტელა „ადამიანი და მზე“ თბილისის აეროპორტის მახლობლად (1980 წ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>„მეგობრობა სამარადჟამოდ“ - მონუმენტი მოსკოვში, რომელიც ეძღვნება რუსეთ-საქართველოს მეგობრობას (1983 წ.).
5/18

„მეგობრობა სამარადჟამოდ“ - მონუმენტი მოსკოვში, რომელიც ეძღვნება რუსეთ-საქართველოს მეგობრობას (1983 წ.).

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>"მეგობრობა" - არტ ობიექტი დამონტაჟებული იყო თბილისის შემოსასვლელში, მაგრამ 1991 წელს ის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბრძანებით ააფეთქეს.
6/18

"მეგობრობა" - არტ ობიექტი დამონტაჟებული იყო თბილისის შემოსასვლელში, მაგრამ 1991 წელს ის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბრძანებით ააფეთქეს.

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>მემორიალური კომპლექსი „საქართველოს მატიანე“ თბილისის ზღვის მახლობლად (1985-2003 წწ.)
7/18

მემორიალური კომპლექსი „საქართველოს მატიანე“ თბილისის ზღვის მახლობლად (1985-2003 წწ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>"ბოროტსა სძლია კეთილმან" - გაეროს შტაბ-ბინის მახლობლად, ნიუ-იორკში (1990 წ.)
8/18

"ბოროტსა სძლია კეთილმან" - გაეროს შტაბ-ბინის მახლობლად, ნიუ-იორკში (1990 წ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>წმინდა ნინოს ძეგლი თბილისში (1994 წ.)
9/18

წმინდა ნინოს ძეგლი თბილისში (1994 წ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>მონაწილეობა მოსკოვში მაცხოვრის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში (1995–2000 წწ.)
10/18

მონაწილეობა მოსკოვში მაცხოვრის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში (1995–2000 წწ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>„ახალი ადამიანის დაბადება“ იუნესკოს შტაბ-ბინაში, პარიზში (1994 წ.) და ესპანეთში, სევილიაში (1995 წ.)
11/18

„ახალი ადამიანის დაბადება“ იუნესკოს შტაბ-ბინაში, პარიზში (1994 წ.) და ესპანეთში, სევილიაში (1995 წ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>პეტრე I-ის ძეგლი მოსკოვში (1997 წ.)
12/18

პეტრე I-ის ძეგლი მოსკოვში (1997 წ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>პეტრე I-ის ძეგლი, წერეთლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სადავო პროექტი
13/18

პეტრე I-ის ძეგლი, წერეთლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სადავო პროექტი

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>„გლოვის ცრემლი“ - აშშ, ნიუ-ჯერსი (2006 წ.). ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნას.
14/18

„გლოვის ცრემლი“ - აშშ, ნიუ-ჯერსი (2006 წ.). ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნას.

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>წმინდა გიორგი ძეგლი თბილისში, თავისუფლების მოედანზე
15/18

წმინდა გიორგი ძეგლი თბილისში, თავისუფლების მოედანზე

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>წმინდა გიორგი ძეგლი თბილისში 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიდგა.
16/18

წმინდა გიორგი ძეგლი თბილისში 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიდგა.

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>ფილმ „მიმინოს“ პერსონაჟების სკულპტურული კომპოზიცია თბილისში (2011 წ.)
17/18

ფილმ „მიმინოს“ პერსონაჟების სკულპტურული კომპოზიცია თბილისში (2011 წ.)

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
<p>"ახალი სამყაროს დაბადება", არესიბო, პუერტო-რიკო (2016 წ.). ქრისტეფორე კოლუმბის 126 მეტრის მონუმენტი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქანდაკებად იქცა.
18/18

"ახალი სამყაროს დაბადება", არესიბო, პუერტო-რიკო (2016 წ.). ქრისტეფორე კოლუმბის 126 მეტრის მონუმენტი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ქანდაკებად იქცა.

აქ შევკრიბეთ ზურაბ წერეთლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები. ის მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Previous slide
Next slide

ზურაბ წერეთელი საქართველოში, 1934 წლის 4 იანვარს დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.

მისი ნამუშევრები მონუმენტურია, სოცრეალიზმისა და აბსტრაქციონიზმის გავლენებით შექმნილი.

წერეთელი რუსეთის ათობით პრემიის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია. იყო სოციალისტური შრომის გმირიც.

მოსკოვში მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი 98 მეტრის სიმაღლის პეტრე პირველის ქანდაკებაა. წერეთლის პეტრეს ქანდაკების დადგმას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ადგილობრივებს დიდად არც ახლა მოსწონთ.

„დღეს ვგლოვობ ხელგაშლილ და უბოროტო ადამიანს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელს. დიახ, ის ლუჟკოვის [მოსკოვის ყოფილი მერი. რ.თ.] მოსკოვის სახე იყო, ოდიოზური და უგემოვნო სკულპტურების ავტორი. მაგრამ ვხვდებით, რომ ეს ყველაზე უარესი არ არის, რაც შეიძლება დაგვმართოდა“, - დაწერა x-ზე გალერისტმა მარატ გელმანმა, ის რუსეთში „ინოაგენტად“ არის გამოცხადებული.

„არგუმენტი ი ფაქტიმ“ რუსეთში ზურაბ წერეთლის ქონება დაითვალა. გამოცემა წერს, რომ წერეთელს 57 ათასი კვ.მ. ფართობის უძრავი ქონება და ელიტური ავტომობილების პარკი ჰქონდა მოსკოვში. მისი ყოველწლიური შემოსავალი 60 მილიონ რუბლს აღემატებოდა, რაც დაახლოებით 600 ათასი ევროა.

ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი, რომელიც მხატვარს ახლოს იცნობდა, გადაცემა „ჟივოი გვოზდში“ ყვება:

„ის სიცოცხლის ბოლომდე ცუდი რუსულით ლაპარაკობდა, ქართული აქცენტით. მთელი ცხოვრება ახსოვდა, რომ ქართველი იყო, სხვათა შორის საქართველოში მარხავენ, არა რუსეთში. ცილისწამებაა, რომ თითქოს ხელისუფლების კარის მხატვარი იყო... ლუჟკოვთან მეგობრობდა. თავად ლუჟკოვს აქვს ნათქვამი, რომ როდესაც მოხსნეს და აღარავინ ურეკავდა, პირველი წერეთელი შეეხმიანა, რა გჭირდებაო, - ბენედიქტოვი იხსენებს იმასაც, როგორ ჩავიდნენ ის და წერეთელი ედუარდ შევარდნაძის გასვენებაში, - ზურაბმა დამირეკა, თვითმფრინავი ავიყვანე, წამო, შევარდნაძე დავმარხოთო, მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო მოდის, თვითმფრინავში ტევა არ იქნებაო. მივედი და ცარიელია თვითმფრინავი. შეეშინდათ ნაძირალებსო. ყველა შევარდნაძემ დააყენა ფეხზე და თითქმის არავინ წამოვიდაო, არც ლავროვი, არც ივანოვი. ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვაზე გერმანიას ყოფილი ვიცეკანცლერი გენშერი წარმოადგენდა, აშშ-ს - თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ბეიკერი, რუსეთს კი - წერეთელი და ბენედიქტოვი. მას მართლაც ჰქონდა ეს თვისება, უკვე დამხობილ მეგობრებს არ ტოვებდა“.

წერეთელმა ასობით სკულპტურა დატოვა არა მხოლოდ დიდ ქალაქებსა და მთავარ ქუჩებზე, არამედ პროვინციებშიც.

„არცერთი მოვლენა, არცერთი მოღვაწე არ რჩებოდა ზურაბ წერეთლის ყურადღების მიღმა. ვინ აღარ გამოაქანდაკა - რომანოვებით დაწყებული პაპი იოანეთი დამთავრებული, ვისოცკით დაწყებული პუტინით დამთავრებული. თუ რამე ხდებოდა, მაშინვე ამ მოვლენისადმი მიძღვნილ მონუმენტს აკეთებდა და სთავაზობდა [დასაყენებლად], - ამბობს რუსი ჟურნალისტი იულია პანკრატოვა გადაცემა The Breakfast Show-ში, - იმ ინსტიტუციების ხელმძღვანელები, სადაც წერეთლის ნამუშევრები დგას, ხშირად ცდილობენ, ეს სკულპტურები თავიდან მოიშორონ. მაგალითად, მოსკოვის ზოოპარკს ძალიან უნდა, წერეთლის სკულპტურა იქიდან მალე „წავიდეს“.

მხატვარი გია ბუღაძე ზურაბ წერეთელს იხსენებს, როგორც არაორდინალურ და ძალიან ენერგიულ ადამიანს.

„ეს ადამიანი სულ მოძრაობდა, სულ მუშაობდა. ერთხელ ვნახე მისი პალიტრა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი ფერი 10-12 ტუბი იყო დასხმული. ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამბობენ, რომ მეგობრული იყო და ბევრს მატერიალურადაც ეხმარებოდა.

მის პოლიტიკურ მრწამსზე საუბარი ძალიან მიჭირს, რადგან ადამიანს გაკეთებული აქვს ისეთი ქმნილებები, რომლებიც ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს - პუტინის პორტრეტი, ლუჟკოვის. მისი ურთიერთობები რუსეთის ხელმძღვანელობასთან ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო“.

გია ბუღაძე ჰყვება, რომ ზურაბ წერეთელს ურთიერთობების დამყარების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

„მახსოვს, საქართველოში ჩამოიყვანა ამერიკული პოპ-არტის ერთ-ერთი მამა, რობერტ რაუშენბერგი. ურთიერთობდა მარკ შაგალთან და მექსიკელ მხატვარ დავიდ ალფაროს სიკეიროსთან, ჰბაძავდა კიდეც მას. სიკეიროსი სტალინელი იყო. მან სტალინის დაკვეთით მექსიკაში ტროცკიზე თავდასხმა მოაწყო, - ამბობს გია ბუღაძე, - რაც შეეხება წერეთლის ხელოვნებას, ჩემთვის ის გამოკვეთილად საბჭოთა მხატვარი იყო. თუმცა გაკეთებული აქვს რამდენიმე პატრიოტული, სერიოზული ობიექტი. სერიოზული არა მხატვრობის, არამედ მასშტაბის მნიშვნელობით: წმინდა ნინოს ქანდაკება თბილისის შემოსასვლელში, მემორიალი თბილისის ზღვაზე. რაც შეეხება წმინდა გიორგის ქანდაკებას თავისუფლების მოედანზე, უკეთესი იქნებოდა, მაშინ კონკურსი გამოცხადებულიყო და იქ უფრო თანამედროვე ფორმის, უფრო აქტუალური ნამუშევარი დაედგათ“.

ზურაბ წერეთელი 26 აპრილს დიდუბის პანთეონში მისი მეუღლის, 90-იან წლებში გარდაცვლილი ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალეს. წერეთლის მეუღლე საზოგადო მოღვაწე არ ყოფილა, თუმცა პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ხანდახან გამონაკლისებიც ხდება.

„ქველმოქმედი, კარგი ქალბატონი იყო. ახლა ზურაც მის გვერდით დაიკრძალება. რაღაც გამონაკლისებს უშვებენ ხოლმე. მაგალითად, ოთარ ჭილაძის მეუღლე დიდუბის პანთეონში დაიკრძალა. მერე ოთარი მთაწმინდაზე ავიყვანეთ, მეუღლე კი დარჩა აქ“, - ამბობს ბადრი ქუთათელაძე.

კითხვაზე, თუ რამდენად სწორად მიაჩნია ზურაბ წერეთლის, რუსეთსა და პუტინთან ასოცირებული ადამიანის, პანთეონში დაკრძალვა, ქუთათელაძე გვპასუხობს:

„როგორ, ზურას დიდუბის პანთეონი არ ეკუთვნის?! ზურას იცნობს მთელი მსოფლიო. ეს კითხვა არც უნდა დაისვას“.


  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG