Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძეს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ


ის კლინიკაში გადაჰყავთ
ის კლინიკაში გადაჰყავთ

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარე პრო-ევროპული აქციების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, ნადიმ ხმალაძეს, - რომელიც უკრაინაში იბრძოდა, - დღეს საღამოს სახლთან დახვდნენ და თავს დაესხნენ.

თავდასხმა დაახლოებით 20:30 საათსა და 20:45 საათს შორის მოხდა. მისი თანამოაზრეების ცნობით, მას სამი ადამიანი დახვდა.

ხმალაძეს თავის არეში დაახლოებით 3-4 სმ სიგრძის ჭრილობა აქვს და სისხლი მოსდის.

ამბობს, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა - მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.

სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც მას ჭრილობას უმუშავებს, ეუბნება: „შეიძლება, რაღაცაც ჩაგარტყეს“.

თავსა და წარბზე დაზიანების გარდა, ხმალაზეს ტუჩიც აქვს გახეთქილი, კბილი - მოტეხილი.

იგი ამ წუთებში [21:10] გადაჰყათ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში („მეცხრე საავადმყოფოში“).

ხმალაძე ფეისბუკზე წერს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა სახლის გასაღები წაიღეს.

  • ხმალაძე, - რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
  • ნადიმ ხმალაძე მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ის 11 ოქტომბერს შსს-ში გამოჰკითხეს კიდეც

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG