Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი იმედი გვაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი თვითონ ჩაერევა პროცესში"


28 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ილიას ჩილოღლუ, "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" (IBSU) რექტორი. მან ილაპარაკა სირთულეებზე, რომლებიც ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილების შემდეგ შეექმნა სასწავლებელსა და იმ ასეულობით სტუდენტს, რომელსაც უმაღლესი განათლების მისაღებად სწორედ IBSU ჰქონდა არჩეული. ილიას ჩილოღლუ იმედოვნებს, რომ ვითარება გაირკვევა და მოგვიანებით მაინც სტუდენტებს, რომლებიც ახლა სხვა სასწავლებლებში გადანაწილდნენ, მობილობის გზით შეეძლებათ IBSU-ში გადასვლა. ილიას ჩილოღლუ ეროვნებით ქართველია. ის 23 წლის წინ თურქეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. დღეს საქართველოს მოქალაქეა: "მამაჩემს ჰქონდა ასეთი ფრაზა: წადი, შვილო, იქ ჩვენს წინაპრებს გაუხარდებათ. იქ არიან დამარხულებიო"-ო, - ამბობს ილიას ჩილოღლუ "დილის საუბრებში".

XS
SM
MD
LG