Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

10:59 21.3.2026

შაბათი სამებაში პანაშვიდის ბოლო დღეა - ხალხის ნაკადი კვლავ არ წყდება

შაბათი, 21 მარტი სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდის ბოლო დღეა.

პანაშვიდზე დღეს მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოდიან სხვადასხვა რეგიონიდან.

ხალხის ნაკადი მეოთხე დღეა, კვლავ არ წყდება. სამების ტაძარი წუხელ მხოლოდ ერთი საათით დახურეს, რის მიზეზადაც ტაძრის მოწესრიგების აუცილებლობა დასახელდა.

მრევლი რამდენიმე დღე და ღამეა, უწყვეტად დგას რიგში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად.

კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კვირას ხალხს სამებაში მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ.

22 მარტს რიგით მოქალაქეებს არ შეუშვებენ არც სიონის ტაძარში.

მლოცველთა რიგი სამებაში პარასკევს, 20 მარტს. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.
მლოცველთა რიგი სამებაში პარასკევს, 20 მარტს. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.


22:16 21.3.2026
20:26 21.3.2026

ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ საქართველოს ეკლესიას 9 პატრიარქი ჰყავდა. უმძიმესი წლები იდგა. ტაძრებში წირვა-ლოცვა ბევრგან რუსულად ტარდებოდა, ბოლშევიკები ტაძრებს ხურავდნენ ან შიგ აბანოებს ხსნიდნენ. სასულიერო პირებს აიძულებდნენ ანაფორა გაეხადათ.

ილია მეორემდე, 60 წლის განმავლობაში, საქართველოს 8 პატრიარქი ჰყავდა და ბევრი მათგანის გზა მუდმივ დევნაზე, ციხეებსა და გადასახლებაზე გადიოდა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და მისი მართვა რუს ეგზარქოსებს გადაბარა. 1017 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველი პატრიარქი კირიონ მეორე გახდა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვით.

19:48 21.3.2026

ფოტორეპორტაჟი სამების საკათედრო ტაძრიდან


18:10 21.3.2026

სამებაში ილია მეორის პანაშვიდზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ - ინფორმაცია და ფოტოები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა.

სააგენტოს თანახმად, პანაშვიდს დაესწრნენ:

  • ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის,
  • სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის,
  • საქართველოს ებრაელთა კავშირის,
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს,
  • თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის,
  • საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების,
  • საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის,
  • საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,
  • საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის,
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და
  • საქართველოში „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი სასულიერო პირები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG