Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა

ანი ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა.
ანი ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, ანი ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა. მას მხარი სადავო პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ანა ვაზაგაშვილის სამუშაო გამოცდილება (პარლამენტში განხილვა):

  • „იმედისა“ და „მაესტროს“ ამ დეპარტამენტს 2024 წლის 21 ივნისიდან ხელმძღვანელობს;
  • მანამდე, 2019 წლის 19 ნოემბრიდან ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს იურისტი;
  • კიდევ უფრო ადრე, 2015 წლიდან მუშაობდა იურიდიულ კომპანია „სამართლის გზაში“.


ანი ვაზაგაშვილს ორი კონკურენტი ჰყავდა:

მთავრობის მიერ პარლამენტში კანდიდატების წარდგენამდე, საკითხი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

დიდი ბრიტანეთის სანქცირებული პროსამთავრობო PosTV-ის დირექტორი ნუგზარ რუხაძე;

„იმედში“ მუშაობდა კომისიის წევრად არჩევამდე გოგა გულორდავაც, რომელიც წლების წინ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გულორდავა ახლა კომისიის თავმჯდომარეა. მისი გადაწყვეტილებით, კომისიის „მედიააკადემიის“ დროებით ხელმძღვანელად „იმედის“ ტელეწამყვანი, გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა.

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობის სფეროს რეგულატორია, ის ადგენს, რამდენად სწორად ასრულებენ კანონის ვალდებულებებს ტელემაუწყებლები. „იმედი“ სწორედ კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა - სწორედ ამიტომ, რადიო თავისუფლებას სურდა ანი ვაზაგაშვილისთვის ეკითხა, როგორ შეძლებს ის ყოფილი სამსახურის წინააღმდეგ არსებული დავები განიხილოს, ექნება თუ არა მას ინტერესთა კონფლიქტი. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა (პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება).

ანა ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს შეცვლის, რომელიც უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა. მას კომისიაში მუშაობის გამოცდილება ჯერ კიდევ 2000-2004 წლებში დაუგროვდა.

აბაშიძემ მხოლოდ 2024 წელს კომუნიკაციების კომისიიდან ხელფასის სახით 192 270 ლარი მიიღო, რაც თვეში 16 ათას ლარზე მეტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG