Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველაზე თვალშისაცემი იყო რიტორიკა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ"


ირმა პავლიაშვილი, საია-ს აღმასრულებელი დირექტორი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს საპრეზიდენტო არჩევნების გამორჩეულობაზე დარღვევების მიხედვით. პირველ რიგში, ის გამოყოფს ხელისუფლების რიტორიკას სადაკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. "დილის საუბრების" სტუმარი ხელისუფლებასა და არასამთავრობოებს შორის დაპირისპირების ბოლოდროინდელ ისტორიასაც ყვება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორი მნიშვნელოვნად თვლის სიძულვილის ენის ინტენსიურად გამოყენებას მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში. "განსაკუთრებით აღსანიშნავია წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროცესებში ჩართული უწყებების (საარჩევნო ადმინისტრაცია, უწყებათაშორისი და კომუნიკაციების ეროვნული კომისია) მხრიდან დესტრუქციული, არაკოლეგიალური, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებული განცხადებების კეთების ტენდენცია არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი - სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. ამან შექმნა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას", - წერია საია-ს მიერ 25 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG