Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქალაქის ცენტრში ცხოვრების ხარისხი უკვე ძალიან დაცემულია"


"ქალაქის ცენტრში ცხოვრების ხარისხი უკვე ძალიან დაცემულია"
please wait

No media source currently available

0:00 0:23:54 0:00

4 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნინო ბაქრაძე და ნინო ლომაძე, ჟურნალ "ინდიგოს" მულტიმედიური პროექტის თანაავტორები. პროექტის მიზანი კი იყო იმის კვლევა - როგორ, რა სქემით, რის საფუძველზე ხდება თბილისის განაშენიანება ბოლო თითქმის ათწლეულის განმავლობაში. პროექტის სახელწოდებაა - "როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე". საკითხის ფაქტებით წარმოსაჩენად პროექტში მონაწილე მკვლევრებმა გამოითხოვეს, შეისწავლეს და დაამუშავეს ათეულ ათასობით დოკუმენტი. ამბავი არის იმაზე როგორ "ყლაპავს" სარეკრეაციო და საჯარო სივრცეებს განაშენიანების პოლიტიკა, როგორ იზრდება პროცესის ტემპი და რა არის ამ ყველაფრის შედეგი. პოლიტიკა კი ეფუძნება მოკლე ვადაში და მარტივად მოგების მიღებას. პროექტის თანაავტორები აღწერენ სისტემას და პროცესს, რომელიც ცალსახად დეველოპერების ხელშესაწყობად და მაქსიმალურად სწრაფად ნებართვების გასაცემად მუშაობს. "დილის საუბრების" სტუმრები შენიშნავენ, რომ თავისთავად განაშენიანება არ არის მათი წუხილის საგანი, არამედ ის, თუ როგორ და რის ხარჯზე ხდება ეს. არსებული მიდგომა იწვევს ცხოვრების ხარისხის დაცემას და შესაბამისად, საშუალო და გრძელ ვადაში ეკონომიკურადაც წამგებიანია.

XS
SM
MD
LG