Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დარეგისტრირდა

მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტის დაკავების დღეს მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შემთხვევა.

„მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და ამასთან კავშირში ეფექტიანი გამოძიების წარმოების ვალდებულება; დისკრიმინაციის აკრძალვა; პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება; სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება“, - აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ეს ორგანიზაცია იცავს ამაღლობელის უფლებებს.

საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 4 მარტს გაიგზავნა, 11 მარტს კი დარეგისტრირდა - ორგანიზაციას ამის შესახებ 1 აპრილს აცნობეს.

მზია ამაღლობელს სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ორი დავა აქვს წამოწყებული:

  • აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენება;
  • ადმინისტრაციული დაკავება და მასთან დაკავშირებული საკითხები.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).

  • 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
  • იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;
  • უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად არ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი არ შეიცვალა;
  • პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG