საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში არ მიიღო - ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მას საპატიმროში 2 წლის გატარება მოუწევს.
თბილისში, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა. დღეს, 12 იანვარს ზუსტად ერთი წელი გავიდა მისი დაკავებიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სავალდებულო მითითებას ავრცელებს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი მარშის მონაწილეებისთვის. უწყების მოთხოვნაა, მსვლელობა ჩატარდეს მხოლოდ ტროტუარებზე, გზებზე გადასასვლელად კი გამოიყენონ მიწისქვეშა გადასასვლელები.
ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, - პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, - შსს-ში კვლავ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, სახაროვის პრემიის მფლობელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია), რომელიც გამოცემა "ბათუმელებისა" და ონლაინპლატფორმა "ნეტგაზეთის" რედაქტორისა და დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, მისი მხედველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ გმობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვების შესახებ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცხადდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით, უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ისინი შეეცადნენ დააემტკიცებინათ, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2-წლიანი პატიმრობა.
დღეს, 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა გამოცემა "ბათუმელებისა" და ონლაინპლატფორმა "ნეტგაზეთის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.
„საკნიდან ვევედრები ევროპას, არ მიგვატოვოს რუსეთის ხელში“, - ამ სათაურით აქვეყნებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელის წერილს ბრიტანულ გამოიცემა The Guardian-ში.
ჩამოტვირთე მეტი