Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა დაძაბული მიადევნებს თვალს ალასკაში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში გაფრენის წინ, 2025 წლის 15 აგვისტო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში გაფრენის წინ, 2025 წლის 15 აგვისტო

მოკლედ

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების გზებს განიხილავენ.
  • შეხვედრა, რომელიც ალასკაში, ანკორიჯთან საჰაერო ბაზაზე გაიმართება, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობისას მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სამიტი მშვიდობისკენ რეალურ გზას შექმნის, თუმცა უკრაინა შეხვედრაში არ მონაწილეობს.
  • ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ შესაძლოა შეთანხმებებმა უკრაინა დაასუსტოს და ევროპის მხარდაჭერა შეამციროს.

ტრამპი და პუტინი ალასკაში იმსჯელებენ უკრაინაში თითქმის 42 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების შესაძლებლობაზე. შეხვედრა, რომელიც ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში მათი პირველი პირისპირ დისკუსიაა, შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც რეგიონული კონფლიქტის, ისე საერთაშორისო დიპლომატიისთვის.

"იცით რა, ის ჭკვიანი კაცია. [იგი] ამას დიდი ხანია აკეთებს - თუმცა ასე ვარ მეც", - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონიდან ალასკისკენ მიმავალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე. "ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ორივე მხარეს პატივისცემის დონე მაღალია. და ვფიქრობ, რაღაც გამოვა [სამიტიდან]", - დასძინა მან.

იანვრის შემდეგ ტრამპმა და პუტინმა, სულ მცირე, ხუთჯერ ისაუბრეს ტელეფონით - მაგრამ 15 აგვისტოს სამიტი, რომელიც ანკორიჯთან, საჰაერო ბაზაზე იმართება, იქნება მათი პირველი პირისპირ შეხვედრა მას მერე, რაც ტრამპი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.

შეხვედრას, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ, განიხილავენ მნიშვნელოვან მომენტად როგორც ომით დაღლილი უკრაინელებისთვის, ისე ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებისთვის და პუტინის სურვილისთვის, შეცვალოს რუსეთის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.

"ჩვენ ამერიკაზე ვამყარებთ იმედს. და, როგორც ყოველთვის, მზად ვართ მაქსიმალურად ნაყოფიერად ვიმუშაოთ", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამით, ტრამპის ალასკაში გაფრენის შემდეგ.

"მთავარი ისაა, რომ ეს შეხვედრა აჩენს რეალურ გზას გულწრფელი მშვიდობისკენ და ლიდერების სიღრმისეული მოლაპარაკებებისკენ სამმხრივ ფორმატში: უკრაინა, აშშ, რუსეთი", - წერს ზელენსკი.

შეხვედრაში ჩართულნი არც ევროპელი ლიდერები არ არიან - ისინიც შფოთავენ პოტენციურ შეთანხმებებზე, რომლებმაც შესაძლოა უკრაინა დაასუსტოს ან ძირი გამოუთხაროს ევროპის შესაძლებლობას, უკრაინას მხარი დაუჭიროს და წინ აღუდგეს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს.

პუტინის აშშ-ის მიწაზე ჩასვლა - და თან ტერიტორიაზე, რომელსაც უწინ რუსეთი აკონტროლებდა - თავისთავად წარმოადგენს მცირე გამარჯვებას მოსკოვისთვის. პუტინს შეზღუდული აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ომის დანაშაულებთან კავშირით გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო.

კლინტონიდან ტრამპამდე: ალასკის სამიტი - პუტინის 49-ე შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტებთან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ. მოსკოვი, 2000 წლის 4 ივნისს.
1/9 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ. მოსკოვი, 2000 წლის 4 ივნისს.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
ბილ კლინტონი პუტინთან ერთად ხეების დარგვის ცერემონიაზე (Bankoku shinryokan) დიდი რვიანის შეხვედრის წინ ნაგოიაში. იაპონია, 2000 წლის ივლისი.
2/9 ბილ კლინტონი პუტინთან ერთად ხეების დარგვის ცერემონიაზე (Bankoku shinryokan) დიდი რვიანის შეხვედრის წინ ნაგოიაში. იაპონია, 2000 წლის ივლისი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი; ჩინეთის ლიდერი ჰუ ძინტაო; ვლადიმირ პუტინი და მისი მეუღლე, ლუდმილა; ევროპული კავშირის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სეირნობისას წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ. 2005 წლის 9 მაისი.
3/9 იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი; ჩინეთის ლიდერი ჰუ ძინტაო; ვლადიმირ პუტინი და მისი მეუღლე, ლუდმილა; ევროპული კავშირის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სეირნობისას წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ. 2005 წლის 9 მაისი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
პონჩოებში გამოწყობილი ვლადმირ პუტინი და ჯორჯ ბუში APEC-ის (აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) ლიდერების ოფიციალურ ფოტოსესიაზე ლა მონედას სასახლეში. სანტიაგო, 2004 წლის 21 ნოემბერი.
4/9 პონჩოებში გამოწყობილი ვლადმირ პუტინი და ჯორჯ ბუში APEC-ის (აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) ლიდერების ოფიციალურ ფოტოსესიაზე ლა მონედას სასახლეში. სანტიაგო, 2004 წლის 21 ნოემბერი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინი ლოს-კაბოსში. მექსიკა, 2012 წლის 18 ივნისი.
5/9 აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინი ლოს-კაბოსში. მექსიკა, 2012 წლის 18 ივნისი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
ბარაკ ობამა და ვლადმირ პუტინი G20 სამიტზე ანტალიაში. 2015 წლის 15 ნოემბერი.
6/9 ბარაკ ობამა და ვლადმირ პუტინი G20 სამიტზე ანტალიაში. 2015 წლის 15 ნოემბერი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) ხვდება ვლადიმირ პუტინს  G20 სამიტზე ჰამბურგში. 2017 წლის 7 ივლისი.
7/9 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ) ხვდება ვლადიმირ პუტინს G20 სამიტზე ჰამბურგში. 2017 წლის 7 ივლისი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
ტრამპი და პუტინი ჰელსინკიში გამართული შეხვედრის წინ. 2018 წლის 16 ივლისი.
8/9 ტრამპი და პუტინი ჰელსინკიში გამართული შეხვედრის წინ. 2018 წლის 16 ივლისი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი ჟენევაში შეხვდრისას, 2021 წლის 16 ივნისი.
9/9 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი ჟენევაში შეხვდრისას, 2021 წლის 16 ივნისი.
25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთო ჯამში 48-ჯერ შეხვდა აშშ-ის ხუთ სხვადასხვა პრეზიდენტს - ბილ კლინტონს, ჯორჯ ბუშ უმცროსს, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს.
Previous slide
Next slide

მოსკოვის და ვაშინგტონის პირდაპირი მოლაპარაკება - უკრაინის გამოტოვებით - ბევრს მოაგონებს 1945 წლის იალტის კონფერენციას, სადაც საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა დაანაწევრეს.

ტრამპი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობებისა სჯერა შეთანხმებების გაფორმების საქმეში, სულ უფრო იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ვერ ახერხებდა რუსეთის ომის შეჩერებას.

ჟურნალისტებთან ლაპარაკისას ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინის თანმხლები დელეგაცია ბიზნესის სფეროს აღმასრულებელ პირებსაც მოიცავს.

"შევამჩნიე, რომ მას რუსეთიდან თან მოჰყავს ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი, და ეს კარგია. ეს მომწონს, რადგან მათ ბიზნესის კეთება სურთ, მაგრამ ისინი ბიზნესს ვერ გააკეთებენ, სანამ ომი დასრულდება", - თქვა მან.

"ჩვენ დედამიწაზე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გვაქვს. დედამიწაზე ყველაზე მიმზიდველი ეკონომიკა გვაქვს", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ პუტინს სურს ეს გაიზიაროს, რადგან მისი ქვეყანა ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის. "ეს პირიქითაა. და ეკონომიკურად წარმატებული არც ჩინეთი არ არის. მაგრამ... მე მინდა ყველა წარმატებული იყოს. ომი დასრულდება, ხოცვა უნდა დასრულდეს".

როცა გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილ იერიშებზე ჰკითხეს, ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, ისინი მოლაპარაკებას ცდილობენ. იგი ცდილობს ატმოსფერო შექმნას. იმას ვგულისხმობ, რომ, მისი აზრით, ეს მას უკეთესი შეთანხმების მიღწევაში ეხმარება - თუკი შეუძლიათ ხოცვის გაგრძელება" ,- თქვა ტრამპმა.

"შეიძლება ეს მისი ქსოვილია, მისი გენებია, მისი გენეტიკაა, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ ... სიძლიერეს აძლევს მოლაპარაკებაში. მე ვთვლი, რომ ეს მისთვის საზიანოა, და ამაზე დაველაპარაკები", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ახლახან მიანიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისთვის მოსკოვს და კიევს მიწების გაცვლა მოუწევთ.

ამან ღრმა შეშფოთება გამოიწვია უკრაინელებში - რომლებსაც რუსეთის ტერიტორია ოკუპირებული არ აქვთ.

"მიწების გაცვლის" შესაძლებლობის შესახებ შეკითხვას ტრამპმა უპასუხა: "ამას განვიხილავთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკრაინას უნდა მივანდო... მე აქ არ ვარ უკრაინის სახელით მოსალაპარაკებლად. მე აქ ვარ მათ მისაყვანად მოლაპარაკების მაგიდასთან".

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG