Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდარის დატოვების შემდეგ წესრიგი არ დამყარებულა


თალიბების რეჟიმმა ავღანეთში შეწყვიტა არსებობა. თალიბები წავიდენენ, მაგრამ წაიღეს დიდი რაოდენობის იარაღი, გარდა ამისა, მათ მიერ ყანდაარის დატოვებას, მანამდე დედექალაქის ჩრდილოეთის ალიანსისთვის ჩაბარებას, იქ ქაოსი მოჰყვა.

შეერთებული შტატების არმია, განსაკუთრებით ავიაცია, განაგრძობს იმ არეალის დაბომბვას, სადაც თალიბების და ამ ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული გაერთიანების მეთაურები ეგულებათ. თალიბების მიერ ყანდაარის დატოვებას მოჰყვა ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მომავალი ხელმძღვანელის ჰამიდ კარზაის კრიტიკა. ქალაქის დატოვების დროს, უამრავმა თალიბმა მოახერხა იარაღის თან წაღება. ამასთან, ჩანს, თალიბების სულიერი წინამძღოლი მოლა მოჰამად ომარი, კარზაის, რომელიც ფაქტობრივად პასუხისმგებელი იყო ყანდაარიდან თალიბების გასვლის ოპერაციაზე, თვალსა და ხელს შუა გაეპარა. “ალ ყაიდის” გაერთიანების ზოგიერთი წევრი, შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმის მიერ იქნა ამოცნობილი და დახვრეტილი. სხვებმა კი მთას შეაფარეს თავი. ყანდაარში ორგანიზაციის სისუსტეს მიაწერენ იმ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას, რომლებიც ამ ქალაქზე მმართველობის პრეტენზიას აცხადებენ. ყანდაარში ბატონობა სურს სულ ხუთ ჯგუფს. მათი მეთაურები ყანდაარის სხვისთვის დათმობას არ აპირებენ. კარზაიმ კი, მოახერხა მხოლოდ ორ მათგანთან შეთანხმება, დანარჩენებმა კი თვითნებურად იმოქმედეს. თვითნებობის მიზანი იყო ქალაქში მნიშვნელოვანი ობიექტების დაკავება, ისე რომ თალიბთა გასვლისთვის თვალ-ყურის გდების დრო აღარ დარჩა. ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მომავალმა მეთაურმა ყანდაარში შეკრიბა ჯირგა, პუშტუნთა თემების 150 მეთაურის მონაწილეობით. ახლა მისი მთავარი მიზანია, კონსოლიდაცია გაუკეთოს პუშტუნებს, თორემ ძალიან გაუჭირდება, როცა მას დედექალაქში – ქაბულში - ჩრდილოეთის ალიანსის წარმომადგენელოებთან არა უშტუნებთან ერთად ქვეყნის მართვა მოუწევს. ჩრდილოეთის ალიანსს კი ქვეყნის მართვის წყურვილი დაოკებული არ აქვს.

თალიბები, ასევე “ალ ყაიდის” ორგანიზაციის წევრები, მათი ნაწილი მაინც, ვარაუდობენ, თავს აფარებს ქაბულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, მღვიმეებით დაქსელილ არეალს სახელწოდებით - თორა ბორას.

შეერთებული შტატების ავიაციამ არნახულად ინტენსიური ცეცხლი დაუშინა მასივს. სტრატეგიული ჩანაფიქრი ასეთია: დაბობვის შედეგად რეგიონი მზად იქნება ქვეითი ჯარის შეტევისათვის. შეტევისთვის მზად არიან ავღანელთა რაზმებიც.

ჩრდილოეთის ალიანსის თანახმად, ოსამა ბინ ლადენმა ახაალი ჯარი შექმნა, დაახლოებით ათას კაციანი და მისი საშუალებით აპირებს იბრძოლოს. ამასობაში, - ეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა -მიკვლეულია ახალი სამხილი, რომელიც 11 სექტებრის ტერაქტებში ოსამა ბინ ლადენის მონაწილეობას ადასტურებს. ჰამიდ კარზაიმ ბინ ლადენთანი დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

[კარზაის ხმა] ”იმედი მაქვს, მას რაც შეიძლება მალე დაიჭერენ, თანამძრახველებთან ერთად და ჩვენ ზუსტად მხოლოდ სამართლებრივად ვიმოქმედებთ. ის დამნაშავეა, მან ათასობით ადამიანი მოგვიკლა, მოსპო ჩვენი სიცოცხლე, გაკაფა ტყეები ჩვენი სასიცოცხლო წყარო, გაკაფა ბაღჩები, საშინელებები ჩაიდინა. თუკი მას დავიჭერთ, საერთაშორისო სასამართლოს გადავცემთ”.

გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერი დოსტუმი არ იყო გარდამავალი მთავრობის თაობაზე გადაწყვეტილებით კმაყოფილი. მაგრამ დოსტუმმა უარყო ეს ხმები. მისი თქმით, ის ქაბულთან აპირებს გარიგებას და კანონის ძალაც აღდგება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG