Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ მოაწყო შეხვედრა მასედიის მიერ ავღანეთის ომის გაშუქების ფორმების შესახებ


მასმედიის მუშაკებს, ჩვენც მათ შორის, ბოლო თვეებში უჩნდებათ შეკითხვა, როგორც უნდა ვაუწყოთ ხალხს ომზე, ტერორიზმზე და ტერორისტებზე, ან ეჭვმიტანილებზე.

6 დეკემბერს გაერომ მოაწყო შეხედრა, რომელშიც წამყვანი ტელეარხების და გაზეთების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათი საუბრის თემაც ეს იყო, მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ საჭიროა სიმართლის თქმა, მაგრამ ავღანეთის სამხედრო ოპერაციაზე მათი აზრები გაიყო.

შეხვედრაზე გაერომ მიიწვია, სხვათა შორის, “ბიბისის”, “სიენენის”, ტელეკომპანია “ალ ჯაზირას”, აგრეთვე “ნიუ იორკ ტაიმსის” წარმომადგენლები.

“ალ ჯაზირას” ვაშინგტონის ბიუროს თანამშრომელმა ჰაფეზ ალ მირაზიმ დაიცვა ის ფორმა, რომელსაც მისი ტელესადგური მიმართავდა ავღანეთის მოვლენების გაშუქებისას. ის არ იზიარებს ბრალდებას, რომ ეს ტელეარხი პრო-თალიბანურ იდეებს ავრცელებდა. ალ მირაზის თქმით, ავღანეთის ომის განუყოფელი ნაწილია ოსამა ბინ ლადენი, ამასთან, მისივე განმარტებით, “ალ ჯაზირა” საეთერო დროის 90 პროცენტს უთმობდა ამერიკელებს, ბუშს, პაუელს, რამსფელდს და დანარჩენს ბინ ლადენის ჩანაწერებს.

სამხრეთი აფრიკის სამაუწყებლო კორპორაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მათათა ცედუ უკიდურესად გაწბილებული იყო “სიენენის” გადაწყვეტილებით, დაეთმო ვაშინგტონის მოთხოვნისათვის და შეეზღუდა ბინ ლადენის ჩანაწერების ჩვენება. ცედუმ ბრალი დასდო სიენენს, რომ ეს ტელეკომპანია ღიად უჭერდა მხარს ბუშის ადმინისტირაციას და მის თვალსაზრისს ავღანეთის კონფლიქტიის გაშუქებისას წარმოადგენდა, როგორც სინამდვილეს. “სიენენმაც” დაიცვა თავი. მისმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთია, როცა პრეს-კონფერენციას გადასცემ ცოცხალ ეთერში, ვაშინგტონიდან, და სხვაა, როცა აჩვენებ ოსამა ბინი ლადენის, ტერორიზმში ეჭვმიტანილის, ჩანაწერს, როცა შეკამათება შეუძლებელია.

“ბიბისის” მთავარმა რედაქტორმა თავისი მოსაზრება გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს. “ბიბისი” ცდილობდა, არ მომხდარიყო, განსაკუთრებით ბოლო ხანს, როცა ეჭვმიტანილი ტერორისტები მაჰმადიანები იყვნენ, ამ რელიგიური ჯგუფის შეურაცხყოფა.

გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესმა კომისარმა მერი რობინსონმა, ჟენევიდან გაუნგზავნა შეხვედრის მონაწილეებს მიმართვა, სადაც ის განგაშს ტეხს დასავლეთში მაჰმადიანების და არაბების დისკრიმანაციის გამო.

მისივე აზრით, ჯერ-ჯერობით არ ჩანს სურვილი 11 სექტემბრის მოვლენების გაშუქებისას გავერკვეთ, თუ რატომ ემხრობიან მათ, ვინც მოაწყო 11 სექტემბრის აქტები:

[რობინსონის ხმა] ”ვერ ვხედავ სურვილს, რომ 11 სექტებრის გაშუქებისას ვინმე მიზეზების გარკვევას ცდილობდეს, სურვილს, ჩაეძიონ ფესვებს, სხვათა შორის, პალესტინელთა ტერიტორიების 34 წლიანი ოკუპაციის ფესვებსაც, ეს არ ამართლებს თავდასხმას, მაგრამ პრობლემის ნაწილია.”

გაეროს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმიმ ავღანეთისადმი მედიის ყურადღებას მაღალი შეფასება მისცა. სიტყვაში, რომელიც პარიზიდან აჟღერდა, ბრაჰიმიმ თქვა, რომ ადრე, ავღანეთი მასმედიის მიერ უგულებელყოფილი იყო, ახლა კი, ბონში, სადაც ამ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე მსჯელობდნენ, 1200 ჟურნალისტი ჩავიდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG