Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ


სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ უნდა არსებობდეს იმის ილუზია, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხები არ დაიცავენ თავის სახლებს

სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ უნდა არსებობდეს იმის ილუზია, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხები არ დაიცავენ თავის სახლებს
ან არ იქნებიან ჩათრეული ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ნაწილობრივ მაინც. ასეთი განცხადება სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა ტიგრან ტოროსიანმა გააკეთა ერევანში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, იტყობინება პრაიმ-ნიუსის სპეციალური კორესპონდენტი.

ტოროსიანის თქმით, სომხეთი თავის მხრივ ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს, რათა მოხერხდეს აფხაზეთის კონფლიქტის მოკლე დროში მშვიდობიანი გზით მოგვარება.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ სომხეთს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ამ საკითხში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანს სამშაბათს ეწვია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით.
XS
SM
MD
LG