Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანელი ბიზნესმენები ხოსე ანტონიო ტრემინიო

ესპანელი ბიზნესმენები ხოსე ანტონიო ტრემინიო და ფრანსისკო როდრიგესი, რომლებიც წელიწადზე მეტ ხანს საქართველოში ტყვეობაში იმყოფებოდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აცხადებენ, რომ ისინი მძევლად ჩეჩნებს ჰყავდათ აყვანილი.

ესპანელთა თქმით, მათს გამტაცებლებს კავშირი ჰქონდათ თბილისის მაღალჩინოსან მოხელეებთან. ესპანეთის მასმედიის ცნობით, ყოფილი მძევლები ამბობენ, რომ მათი გამტაცებლები ძლიერი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რომელსაც კავშირი აქვს უცხოეთთან, ფლობს მძლავრ ტექნიკურ საშუალებებსა და დიდძალ ინფორმაციას. ხოსე ანტონიო ტრემინიოსა და ფრანსისკო როდრიგესის თქმით, გამტაცებლები დაკავშირებული იყვნენ თბილისის კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ესპანელების გატაცებასთან კავშირი ჰქონდა, სულ ცოტა, ორ მაღალჩინოსან ქართველ პოლიციელს.
XS
SM
MD
LG