Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები


15 დეკემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლება პენტაგონის თავკაცის ვიზიტს ტრადიციულად უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს. კულუარებში კი საუბრობენ ამერიკის მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ დიდი მოცულობის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებაზე, რითაც საქართველო სამხედრო ხასიათის მუქარებს უნდა გაუმკლავდეს.

საქართველო-აშშ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ოთხ არასრულ წელს მოითვლის. მიუხედავად ამისა, ამერიკული სამხედრო დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირების პროცესში არა მხოლოდ მოცულობით, არამედ პირველ ყოვლისა თავისი მიზანდასახულობით ძალზე მნიშვნელოვანია.

შემთხვევითი არაა, რომ ეს თანამშრომლობა ქართველი სამხედრო ლიდერების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებით იწყება და მალე თვისებრივად ახალ, სამხედრო-ტექნიკურ ფაზაში გადადის. ანუ ამერიკისთვის უმთავრესია, რომ საბრძოლო დახმარება საიმედო ხელში არმოჩნდეს.

როგორც ცნობილია, პირველი ასეთი პროგრამა, რომელიც “ვერტმფრენთა პროგრამის” სახელწოდებითაა ცნობილი, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის UH-1H ტიპის ათი სატრანსპორტო ვერტმფრენის გადმოცემით დასრულდა.

იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალების მთავარსარდლობის შეფასების ჯგუფი იწყებს მუშაობას დახმარების ახალი ორმხრივი პროგრამის შექმნაზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფმა, ამერიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოლკოვნიკ ოთარ შალიკაშვილის ხელმძღვანელობით პირველადი სამუშაოები ჯერ კიდევ ოქტომბერის ბოლოს ჩაატარა წინასწარშერჩეულ სამხედრო ნაწილებში, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში.
უნდა აღინიშნოს, რომ რამსფელდ-შევარდნაძის 15 დეკემბრის შეხვედრაზე მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ახალი ამერიკული სამხედრო დახმარების საკითხიც განიხილებოდა. თუმცა ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის მხრიდან დახმარების საკითხზე საუბარი ტერორიზმის საფრთხეს დაუკავშირა.
[ედურდ შევარდნაძის ხმა]”მე სავსებით გულახდილად ვისაუბრე ბატონ სახელმწიფო მდივანთან იმის ტაობაზე, რომა საქართველოში სერიოზული პრობლემებია, მათ შორის დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების არსებობასტან. თქვენ მოგეხსენებათ საქართველოს პრეზიდენტმა ორჯერ გამოსცადა თავის თავზე გამოსცადა ტერორისტული თავდასხმების შედეგი. ამასთანავე აქ მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მეთოდოლოგიურ, თუ სხვა პირდაპირ დახმარებას გაგვიწევენ, რომ მათი გამოცდილება გავიზიაროთ”.

ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია, ამერიკის მთავრობის კიდევ ერთი დახმარება, რომელიც 2002 წელს ცალკე ხაზით საქართველოს საზღვრის დაცვის ტექნიკურ აღჭურვაზე წარიმართება. კერძოდ, ამერიკული დახმარების ფარგლებში უნდა განახლდეს მუშაობა ნატოს სტანდარტებით შექმნილ მრავალკომპონენტიან სისტემა “იორზე”, რითაც ეფექტური კონტროლი უნდა განხორციელდეს სახმელეთო საზღვრის მთელ პერიმეტრზე.
მაგრამ თუკი ამ დახმარებებზე დღევანდელ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კონკრეტულად არც რამსფელდი და არც შევარდნაძე არ საუბრობდნენ, ამას თავისი მიზეზი აქვს. საამისოდ ჯერ საჭიროა შესაბამისი შეფასების გაკეთება და შემდგომ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერა.
მით უფრო, რომ როგორც ერთი თვის წინ ჩვენთან საუბარში ამერიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ პოლკოვნიკმა ოთარ შალიკაშვილმა განაცხადა, პროექტის წარმატება მხოლოდ მყარ გარანტიებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლაში ამერიკელთა გამოცდილების გაზიარებას, მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ამის თვალსაჩინო მაგალითს ავღანელი ტალიბების წინაშე მიმდინარე სამხედრო ოპერაცია “უდრეკი თავისუფლება” აძლევს, რომლის შესახებ ამერიკის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა დონალდ რამსფელდმა ერთობლივ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. ჟურნალისტებს კერძოდ სურდათ ინფორმაციია გადამოწმება, ტალიბების მასობრივი დანებების შესახებ.
[დონალფ რამსფელდის ხმა]“რამდენიმე საათის წინ მიღებული ინფორმაციით მოწინააღმდეგის დიდ ჩაბარებას ადგილი არ ჰქონია. ბრძოლა გრძელდება და სახმელეთო ჯარები წინ მიიწევენ. ეს ყველაფერი ცხადია ხდება საჰაერო ავიაციისა და ბომბარდირების დახმარებით. და მე ვიმედოვნმებ, რომ ალ ქაიდას მეომრები, რომლებიც სხვადასხვა გამოქვაბულებშ იმალებიან, მალე ჩაგვბარდებიან”
საქაღთველოში დონალდ რაფსფელდის ოფიციალური ვიზიტი 16 დეკემბერს მთავრდება. თბილისიდან ამერიკის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ბრიუსელს მიემგზავრება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG