Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარი ჯემალ გოგიტიძე აცხადებს, რომ


პარლამენტარი ჯემალ გოგიტიძე აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დღეისათვის დაახლოებით 2 000 ბრძოლისუნარიანი ჩეჩენი მამაკაცი იმყოფება.

პარლამენტარი ჯემალ გოგიტიძე აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დღეისათვის დაახლოებით 2 000 ბრძოლისუნარიანი ჩეჩენი მამაკაცი იმყოფება.
პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში მან აღნიშნულ პრობლემას ,,სერიოზული და ურთულესი” უწოდა და დასძინა, რომ ამჟამად დღის წესრიგშია არა მხოლოდ რუსეთის პრეტენზიები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ჩეჩენთა განაწყენების მომენტიც. საქართველოში ჩეჩენთა პრობლემის თაობაზე ვითარების შემდგომი განვითარების პროგნოზირება პარლამენტარს უჭირს. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას, თუმცა, ამასთანავე, ,,მთლიანად სუფთა არაა ბრძოლისუნარიან ჩეჩენთა ყოფნის საკითხში”. იგი თვლის, რომ თბილისში ჩეჩნეთის წარმომადგენლობა არ უნდა ფუნქციონირებდეს.
XS
SM
MD
LG