Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათ


შვეიცარიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათ ყადაღა დაადეს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმთან დაკავშირებულ რამდენიმე საბანკო ანგარიშს.

შვეიცარიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათ ყადაღა დაადეს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმთან დაკავშირებულ რამდენიმე საბანკო ანგარიშს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ყადაღადადებული ანგარიშები ეკუთნვის ხუთ ადამიანს. მათი ვინაობა, ან თანხის მოცულობა სამინისტროს არ გაუმხელია.

სექტემბერში შვეიცარიამ (იუგოსლავიის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად) ყადაღა დაადო ხუთნახევარ მილიონ დოლარ- ფულს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, უკანონოდ აქვთ მითვისებული მილოშევიჩის მთავრობის წევრებს.

იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს აგრეთვე, რომ შვეიცარიელ გამომძიებლებს აქამდე არ მიუკვლევიათ თანხებისთვის, რომელიც შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია თვით მილოშვიჩის, ან მისი ოჯახის წევრების მიერ.
XS
SM
MD
LG