Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა გენერალმა


პაკისტანის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა გენერალმა რაშიდ ყურიშიმ განაცხადა, რომ ინდოეთი ამ ქვეყანასთან საზღვარზე ჯარებს აძლიერებს.

პაკისტანის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა გენერალმა რაშიდ ყურიშიმ განაცხადა, რომ ინდოეთი ამ ქვეყანასთან საზღვარზე ჯარებს აძლიერებს.
გენერალმა არ დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ასევე აგროვებს ჯარს საზღვარზე და რომ ის ავღანეთის საზღვრიდან გადაჰყავს. [ყურეშის ხმა] “ჩვენს აღმოსავლეთ საზღვართან ინდოეთი, ძალების გაზრდით, აძლიერებს მუქარას, ახლა მათ ჯარი ემატება. ჩვენი მხრივ, ახლა მეტ ყურადღებას ვუთმობთ აღმოსავლეთის საზღვარს, ჩვენ არ გვსურს ლაპარაკი, თუ რას განვათავსებთ და საიდან”. ყურიშიმ თქვა, რომ ინდოეთმა გაააქტიურა თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზა და ამასთან, საზღვაო ფლოტიც. ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდოეთი აღარ აძლიერებს ჯარს საზღვართან და რომ ეს პროცესი უკვე დასრულდა. ინდოეთის პრემიერმა ვაჯპაიმ საახალწლო მიმართვაში თქვა, რომ ის მზად არის მოილაპარაკოს პაკისტანთან, თუკი იქ ანტიინდური მენტალიტეტი შეიცვლება.
XS
SM
MD
LG