Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ჩავიდა დელიში, სადაც მოლაპარაკებები გამართა ინდოეთის მთავრობის თავმჯდომარესთან, ატალ ბიჰარი ვაჯპაისთან, რომელიც დღეს დაბრუნდა კატმანდუში ჩატარებული სამიტიდან.

ორი ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა იყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის განეიტრალება. გარდა ამისა, ბლერმა და პაჯპაიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც გმობს იმათ, ვინც ტექნიკურ და საფინანსო დახმარებას უწევს ტერორისტებს. ორშაბათს ბლერი ისლამაბადში ჩავა პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფთან მოლაპარაკებების გასამართად. კატმანდუში მუშარაფმა და ვაჯპაიმ გამართეს არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც – ინდოეთის პრემიერის თქმით – არავითარი კონკრეტული საკითხი არ განხილულა. ორივე ქვეყანამ დამატებით ჯარებს მოუყარა თავი ქაშმირის სადაო შტატში გამავალ საზღვართან. ამ რეგიონში არ ცხრება შეტაკებები. ინდოეთმა და პაკისტანმა უკვე ორჯერ იომეს ქაშმირის გამო.

XS
SM
MD
LG