Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში, ტოკიოში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია


იაპონიაში, ტოკიოში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა-60 სახელმწიფოს წარმომადგენელებმა-4-ნახევარი მილიარდი დოლარი აღუთქვეს ავღანეთის გარდამავალ მთავრობას.

იაპონიაში, ტოკიოში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა-60 სახელმწიფოს წარმომადგენელებმა-4-ნახევარი მილიარდი დოლარი აღუთქვეს ავღანეთის გარდამავალ მთავრობას.
დღეს საველე მეთაური, ჩრდილოავღანელი უზბეკი რაშიდ დოსტუმი, თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბულენთ ეჯევითს შეხვდა და ავღანეთის სახელმწიფო არმიის განვითარებაზე ელაპარაკა.
ეჯევითმა თქვა, რომ მათი საუბარი შეეხო საკითხს, რაში შეუძლია დაეხმაროს თურქეთი ავღანეთს. თურქეთი, რომელიც სამ თვეში აპირებს ავღნეთში განთავსებული საერთაშორისო ჯარის მეთაურობა გადაიბაროს, ავღანეთის უშიშროების ახალი ჯარის წვრთნაში თანადგმას სთავაზობს ქაბულს.
ავღანეთის პრემიერმა კარზაიმ კონფერენციის ბოლოს მიმართა მონაწილეებს, სწრაფად გადარიცხონ დაპირებული ფული.
[კარზაის ხმა] “ბედნიერი ვართ გუშინდელი და დღევანდელი კონფრენციის შედეგებით და ვფიქრობთ, ჩვენ ხალხს კარგ ამბავს ჩავუტანთ. იმედი მაქვს, რომ დაპირებული დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომავალ დღეებში დაიწყებს დინებას ისე, რომ ჩვენ შევძლებთ აღდგენის პროცესის დაწყებას და ქვეყანა წინსვლას დაიწყებს”.
შინ დაბრუნებამდე კარზაი პეკინში ჩინეთის ხელისუფლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG