Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა-მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა


გაეროს გენერალურმა-მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თეირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ მისცეს ”ალ-ყაიდის” წევრებს ქვეყანაში ჩასვლის შესაძლებლობა.

გაეროს გენერალურმა-მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თეირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ მისცეს ”ალ-ყაიდის” წევრებს ქვეყანაში ჩასვლის შესაძლებლობა.
ანანმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით ეწვია დღეს თეირანს, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანელებს ”სულაც არ ეხატებათ გულზე ”ალ-ყაიდა” და არც იდეოლოგიურად, რელიგიურად თუ პოლიტიკურად თანაუგრძნობენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას”. ანანმა განაცხადა აგრეთვე, რომ ირანს მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს ავღანეთის აღდგენის საქმეში. ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ თავის მხრივ წამოაყენა წინადადება, რომ გაეროს ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია მოეწყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე. მისივე თქმით, გაეროა ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ტერორიზმის ცნება და სათავეში ჩაუდგეს გლობალურ ომს ტერორიზმის
წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG