"ალ-ყაიდის" მეომრები, რომლებიც კუბაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, არ მიიღებენ ჟენევის კონვეცნიით გათვალისწინებულ უფლებებს.
შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, არი ფლაიშერმა გამოაცხადა: [ფლაიშერის ხმა]"”ალ ყაიდა არის საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი, და არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც რომელიმე ქვეყნის მხარე. შესაბამისად, მის მებრძოლებზე არ ვრცელდება ჟენევის კონვენცია და, ამ ხელშეკრულებით გათვასლიწინებული "სამხედრო ტყვეების" სტატუსი.” ფლაიშერის თქმით, პრეზიდენტმა ჯოროჯ ბუშმა გადაწყვიტა, რომ თალიბანის მებრძოლები მიიღებენ კონვენციით გათავლისწინებული ზოგიერთ უფლებას. მაგრამ არც ერთ ჯგუფს არ მიიჩნევენ ”სამხედრო ტყვეებად” – ანუ, მათ არ მიანიჭებენ სტატუსს, რომელიც პატიმრებს აძლევს უფლებას, უარი თქვან მათ დაკითხვაზე. შეერთებულ შტატებს კუბაში, გუანტანამოს ბაზაზე ჰყავს დაკავებული 158 ადამიანი, რომელთაც მალე ავღანეთში შეპყრობილი კიდევ 60 კაცი დაემატება. ფლაიშერის განმარტებით, ბუშმა გადაწყვიტა ჟენევის კონვეციის ზოგიერთი ასპექტის გავრცელება თალიბანზე, რახან ავღანეთი, როგორც სახელმწიფო, გათვალისწინებულია ჟენევის კონვენციით. მაგრამ თალიბანის ცალკეულ მეომრებს არ ესადაგება ”სამხედრო ტყვის” სტატუსი, ვინაიდან ისინი არ იყვნენ შემოსილი სამხედრო ფორმით და არ იცავდნენ ომის წარმოების საერთაშორისო წესებს.