Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ თქვა, რომ არაფათმა ტერორიზმს ბოლო უნდა მოუღოს და ეს შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარკებისკენ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ თქვა, რომ არაფათმა ტერორიზმს ბოლო უნდა მოუღოს და ეს შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარკებისკენ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება.
სტრომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან შიმონ პერესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი აზრით, პალესტინელთა თვითმმართველობას აქვს უნარი ბოლო მოუღოს თვდასხმებს. სტრომ განაცხადა, რომ არაფათს მისი ქვეყანა კვლავაც მიიჩნევს პალესტინელი ხალხის ლიდერად, განსხვავებით ისრაელის მთავრობისაგან, რომელიც არაფათს ყავლგასულ პოლიტიკოსად მიიჩნევს.
დღეს არაფათს ეგვიპტის პრეზიდენტი ესაუბრა ტელეფონით.
ისრაელის კაბინეტის მინისტრმა ეფრაიმ სნემ განაცხადა, რომ ისრაელი თავის ჯარს პალესტინელთა ტერიტორიაზე ღაზის სექტორში დატოვებს, სანამ იქ არ მიაგნებენ თვითნაკეთი რაკეტების საამქროს.
წუხელ ისრაელის ტანკები შევიდნენ ღაზის სექტორის სამ ქალაქში და ლტოლვილთა ბანაკში. პალესტინელთა თანახმად, მათ დახოცეს ხუთი პალესტინელი პოლიციელი.
უკანასკნელი ცნობით, ისრაელმა სამი ქალაქიდან გაიყვანა ტანკები.
XS
SM
MD
LG