Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ იძაბება ვითარება ახლო აღმოსავლეთში.


კვლავ იძაბება ვითარება ახლო აღმოსავლეთში. დღეს ისრაელმა ორი საჰაერო დარტყმა მიაყენა პალესტინელთა ობიექტებს.

კვლავ იძაბება ვითარება ახლო აღმოსავლეთში. დღეს ისრაელმა ორი საჰაერო დარტყმა მიაყენა პალესტინელთა ობიექტებს.
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რამალაში, საბრძოლო შვეულმფრენებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინასა და მისი პირადი გვარდიის ყაზარმებს. ქალაქ ნაბლუსში რაკეტა –პოლიციის შენობას მოხვდა; 3 ადამიანი დაიჭრა. ღაზის სექტორში რაკეტამ პალესტინელთა უშიშროების სამსახურის შენობა დააზიანა. ქალაქ ღაზაში ისრაელის ჯარი შევიდა ჯავშანტრანსპორტიორებით. ადგილობრივი რადიოსადგური და ტელეცენტრი – განადგურებულია. სულ ცოტა 5 პალესტინელი დაიღუპა, 30-ზე მეტი – დაიჭრა. ისრაელის საგუშაგოზე თავდასხმის მცდელობისას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, 2 პალესტინელი იქნა მოკლული, ორი ისრაელი ჯარისკაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG