Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” ანგარიში მედიის თავისუფლების შესახებ


ავსტრიის დედაქალაქ ვენაში უდევუს ბინა “პრესის საერთაშორისო ინტიტუტს” - უწყებას, რომელიც მსოფლიოში მასმედიას იკვლევს და შედეგებს ყოველწლიური ანგარიშის სახით აქვეყნებს ხოლმე.

2001 წლის მსოფლიო პრესას ახასიათებს უარყოფითი ტენდენცია “ინსტიტუტის” ბოლო ანგარიშის თანახმად, არაერთ მთავრობას სხვადასხვა ქვეყანაში მასმედიისთვის ბრძოლა გამოუცხადებია. შარშანდელი წლის ეს ანგარიში, ადასტურებს, რომ 2001 წელი ინფორმაციის თავისუფალი დინებისთვის ცუდი წელი იყო. ეს ტენდენცია ანგარიშის ავტორმა დევიდ დაჯმა, რომელსაც ჩვენი კორესპონდლენტი ვენაში ტელეფონით დაუკავშირდა, ასე გამოხატა: [დადჯის ხმა] “ჩემი აზრით, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ შარშანდელი წელი ინფორმაციის თავისუფალი დინების მხრივ ცუდი იყო”.
პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიშში ცალკე თავია საქართელოს შესახებ, მაგრამ სანამ მასზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებოდეთ, კვლავ დაჯს მოუსმინეთ: [დაჯის ხმა] “პრობლემები ევროპაშიც იყო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ლაპარკია, მაგალითად, ჩეხეთში რედაქტორის მიმართ საქმის აღძვრაზე კომუნისტების მაქინაციების შესახებ წერის გამო, ასევე საქართველოში ჟურნალისტების მიმართ მუქარა, სლოვაკეთში ჟურნალისტი გაასამართლეს პრეზიდენტის შესახებ მასალის გამოქვეყნებისთვის.”

“პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” წლიური ანგარიშის ავტორი, მისი თქმით, იმედგაცრუებულია შეერთებული შტატების პოლიტიკით ბუშის მმართველობის პერიოდში: [დაჯის ხმა] “ჩვენი ინსტიტუტი ცდილობს ხაზი გაუსვას თავის განცვიფრებას, თუ როგორ აგვარებდა ამერიკა თავის პრობლემებს შარშან. ავღანეთზეა ლაპარაკი. იმის მცდელობა, რომ კატარის ხელისუფლება “ალ ჯაზირას” თავისუფალ ტელეარხზე ზემოქმედებისთვის გამოეყენებინათ, მოულოდნელი იყო ჩვენი ინსტიტუტისთვის, ისევე, როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ჩარევა “ამერიკის ხმის” სარედაქციო პოლიტიკაში”.
დაჯის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიგოს, რომ პრესის მიმართ ნდობის ეჭვქვეშ დაყენება საზოგადოებაში აპათიის ზრდას იწვევს. დაჯი პარალელს ხედავს რუსეთსა და ამერიკას შორის: [დაჯის ხმა] “მკვეთრი პარალელი მოჩანს რუსეთთან, პუტინმა ინფორმაციის შესახებ საკუთარი დოქტრინა გამოაქვეყნა. მასზე ბევრს მსჯელობდნენ, რუსეთს სურდა ინფორმაციის გავრცელებაზე კომუნისტური კონტროლი აღედგინა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამერიკა ამავე ხაზს მიჰყვება”.
“პრესის ინსტიტუტის” ანგარიშში რუსეთის შესახებ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში პუტინის მმართველობის პერიოდში მასმედიის თავისუფლება იზღუდება.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან წლიურ ანგარტში გამოყოფილია თურქმენეთი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდული პრესაა. უკეთესი, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ყაზახეთში, ყირგიზეთი კი, ადრე ამ მხრივ ქებული ქვეყანა, 2001 წელს უკან წავიდა.
“პრესის ინსტიტუტი” გამოყოფს ასევე ალბანეთს, როგორც მედიის თავისუფლების მხრივ პროგრესის გზაზე მდგომ ქვეყანას, და ესტონეთს, რომელიც საერთაშორისო ისნტიტუციებში შესვლის წინ, დასავლეთევროპულ მოწინავე სტანდარტებს უახლოვდება.
საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებით სხვა ქვეყნებზე მეტად სარგებლობს ხალხი, ანგარიშის აზრით, ტენდენცია გაუარესებაა. ანგარიშის ავტორებს ინფორმაცია აქვს გიორგი სანაიას დაღუპვაზე. მათ იციან, რომ ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. იქვე მოჰყავთ სხვადასხვა ვერსია, რომელთა სიმართლის შემთხვევაში სანაია პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლად შეიძლება იქნეს მიჩნეული. “რუსთავი 2”-ის გარშემო ატეხილი აურზაურის დეტალებსაც აღწერენ ანგარიში, აღნიშნავენ რა, რომ ჟურნალისტებს გაუთავებლად ემუქრებოდნენ ზემოდან. დაუდგენლი ძალების მუქარა “მერიდიანის”თანამშრომლის თამაზ ცერცვაძის მიმართ ასევე გახმაურდა და ასახულია ამ ანგარიშში, ისევე როგორც “რეზონანსის” თანამშრომლის იგორ ადრიანოვის ცემა პოლიციის თანამშრომელთა მიერ შინაგან საქმეთა მინისტრზე გამოქვეყნებული კრიტიკის გამო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში წინსვლა მოხდა მასმედიის შესახებ კანონმდებლობის განვითარების მხრივ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG