Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში კიდევ ერთი ტერაქტი განხორციელდა.

ისრაელში კიდევ ერთი ტერაქტი განხორციელდა. იერუსალიმში ორმა პალესტინელმა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა ავტობუსის გაჩერებაზე შეკრებილ ხალხს, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ხუთი – მძიმედ.

ისრაელის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ერთი ტერორისტი მოკლეს, მეორემ კი მიმალვა მოახერხა. ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელმა მეამბოხეებმა მოკლეს ორი, ხოლო დაჭრეს სამი ისრაელი მოქალაქე. დღესვე, ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 15 წლის პალესტინელი გოგონა, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანით ხელში მიეჭრა ჯარისკაცებს. კიდევ ერთ ინციდენტში ისრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მამაკაცი, რომელსაც თავისი ფეხმძიმე ცოლი საავადმყოფოში მიჰყავდა.
XS
SM
MD
LG