საანგარიშო მოხსენება კორუფციისა და პრესის შევიწროების, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების ხელყოფისა და რელიგიურ უმცირესობათა დევნის პირქუშ სურათს ხატავს: ის ასახავს ვითარებას 2001 წელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომელთაც თვით შეერთებული შტატები არ მიეკუთვნება.
როგორც ვაშინგტონიდან იუწყება ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი, სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა ორშაბათს, საანგარიშო მოხსენების წარდგენისას, დამსწრეთ შეახსენა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არა მარტო პიროვნების, არამედ მთელი საზოგადოების განვითარებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა: [კოლინ პაუელის ხმა] ”როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებების პატივისცემის ხარისხი მაღალია, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე წარმატებული ქვეყნებია. დიახ, ადამიანის უფლებების პატივისცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი მშვიდობის, აგრეთვე, ეკონომიკური ზრდისთვის; ეს კი არის მიზნები, რომლებიც ამერიკელებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ადამიანებთან აერთიანებს”.
ქვეყნებად, რომლებშიც ადამიანის უფლებები შარშან ყველაზე უხეშად ირღვეოდა, დასახელებული არიან ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა, აგრეთვე ჩინეთი და თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, გარდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა. მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მძაფრი კრიტიკის საგანია ვითარება ჩეჩნეთში; ბელარუსში, თურქმენეთსა და უზბეკეთში დაგმობილია პრეზიდენტების ავტორიტარული მმართველობა.
ცხადია, ჟურნალისტებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ, რომ გაკრიტიკებული ქვეყნებიდან არაერთი - თუნდაც უზბეკეთი, - ანტიტერორისტულ კამპანიაში ვაშინგტონის მთავარ მოკავშირეებს მიეკუთვნება. მათ შეკითხვას, რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატების მთავრობა ადამიანის უფლებათა ხელმყოფ ქვეყნებთან, ასე უპასუხა
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის საკითხებში, ლორნ კრეინერმა: [ლორნ კრეინერის ხმა] ”თუ მათთან თანამშრომლობით შევძლებთ ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ვითარების გაუმჯობესებას – რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით – შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილება უკეთესობისაკენ. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში უკან მოვიხედავთ და ვიტყვით, რომ ეს იყო მათთან ალიანსის მნიშვნელოვანი თანმხლები შედეგი.”
იმედია, კრეინერის ოპტიმისტური პროგნოზი ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც გამართლდება: როგორც საანგარიშო მოხსენებაშია აღნიშნული, შარშან საქართველოში ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა. ტექსტში მოხსენიებულია წინასწარ პატიმრობაში მყოფთა სიკვდილის შემთხვევები, პოლიციისა და უშიშროების ძალების სისასტიკე, კორუფცია იუსტიციის სისტემაში, საჯარო შეკრებების დარბევა, რელიგიურ უმცირესობათა დისკრიმინაცია. ამ და სხვა დარღვევებზე ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ გადაცემებში, როცა დაწვრილებით გაგაცნობთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის მოხსენებაში საქართველოსთვის დათმობილ მონაკვეთს.
დასასრულს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო მოხსენებაში, ტრადიციისამებრ, მიუთითებენ პოზიტიურ ცვლილებებზეც, რომელთა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებად ამჯერად მოყვანილია ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ვითარების გაუმჯობესება ავღანეთსა და პერუში.