Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა დღეს უარყო შეერთებული შტატების


მოსკოვმა დღეს უარყო შეერთებული შტატების კრიტიკა რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მისამართით.

მოსკოვმა დღეს უარყო შეერთებული შტატების კრიტიკა რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მისამართით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მისთვის ”რბილად რომ ითქვას, მოულოდნელი” იყო კრიტიკა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრივ. სამინისტროს განცხადებაში განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულებაა გამოხატული ჩეჩნეთში ვითარების შეფასების მიმართ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენება უგულებელყოფს ბოლოდროინდელ პროცესებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებში, კერძოდ 11 სექტემბრის ტერაქტებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ და საერთაშორისო ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს გამოაქვეყნა წლიური საანგარიშო მოხსენება მსოფლიოში ადამიანის უფლებათა საკითხში შექმნილი ვითარების შესახებ. მასში რუსეთი გაკრიტიკებულია მასმედიის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების, აგრეთვე ჩეჩნეთის საკითხებში.
XS
SM
MD
LG