Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა


ედუარდ შევარდნაძის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა პანკისის ხეობაში მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებას არ გეგმავს.

ედუარდ შევარდნაძის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა პანკისის ხეობაში მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებას არ გეგმავს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საამისო აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, მისივე აღიარებით, პანკისის ხეობაში დღესაც იმყოფება კრიმინალური ელემენტების გარკვეული რაოდენობა. შევარდნაძემ დასძინა, რომ პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩნების ძირითად მასას წარმოადგენენ არა მებრძოლები, არამედ ლტოლვილები – ქალები, მოხუცები და ბავშვები. იმავე პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ერაყისა და ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შესაძლო ოპერაციისთვის საქართველოს აეროდრომების გამოყენების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
XS
SM
MD
LG