Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დაახლოებით


თბილისში სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა მიტინგში,

თბილისში სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა მიტინგში,
რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის მე-11 წლისთავი, აგრეთვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს. გამსახურდიას დღეს 62 წელი შეუსრულდებოდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”კავკავს-პრესი” იუწყება, ექსპრეზიდენტის ქვრივმა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ დღევანდელ აქციას ”ერის შერიგების მცდელობა” უწოდა. მანვე გამსახურდიას ოჯახისთვის სახელმწიფო პრივილეგიების აღდგენა მოითხოვა. არჩვაძე-გამსახურდიას თქმით, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს მართებს, მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ქვრივსა და მის შვილებს სახელმწიფო პენსიითა და ბინით უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG