ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშის შეწყვეტის მოლოდინი, ერთი მხრივ, ლიგიკურია, თუმცა არსებობს სერიოზული იმედი , რომ საქართველოს მიმართ ფონდი გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოსაზრებით მიიღებს და მას დახმარებას არ შეუწყვეტს. ამდენად, გასული კვირის მუქარის მიუხედავად, სავალუტო ფონდის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პრეზიდენტს ჯერ არც ერთი მინისტრი არ გაუთავისუფლებია. ამ თვალსაზრისით, 24 აპრილის მთავრობის სხდომამ სკანდალების გარეშე ჩაიარა.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ჩამოსვლის წინ
ხელისუფლებას საქმე სახუმაროდ არა აქვს, 24 აპრილის მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტიც და მინისტრებიც ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. აღმასრულებელი ხელისუფლების შეკრებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სავალუტო ფონდის ტრანშის შეწყვეტის შიშით, გასული კვირის მუქარა არ შესრულდა. შეუსრულებელ ვალდებულებებს პრეზიდენტმა არც ერთი მინისტრი არ გადააყოლა. ენერგეტიკის მინისტრისთვის შევარდნაძეს შენიშვნა ან მკაცრი გაფთხილება აღარ მიუცია და, ამ მხრივ, არც ფინანსთა მინისტრი დაუჩაგრავს. თუმცა ნოღაიდელის მიმართ შენიშვნები მაინც გამოითქვა. არასათანადო დაფინანსების გამო მას იუსტიციის მინისტრმა როლან გილიგაშვილმა უსაყვედურა. ამ უკანასკნელმა დაიჩივლა, რომ ნოღაიდელის უწყება იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის მინისტრობის პერიოდში გაცილებით უკეთ აფინანსებდა. ასეთ შენიშვნას ნოღაიდელი მშვიდად შეხვდა.
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "რაც შეეხება, ამა თუ იმ სტრუქტურის დაფინანსების გამო გამოთქმულ შენიშვნებს, ასეთ შენიშვნებს შეჩვეული ვარ და მათზე რეაგირებას არ ვაპირებ."
ფინანსთა მინისტრმა მომავალი მთავრობის სხდომისთვის გრანტების განაწილების აღრიცხვიანობის წინადადებები უნდა შეიმუშაოს, რადგან, როგორც პრეზიდენტი ამბობს, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებს არამიზნობრივად - პოლიტიკური და კომერციული ინტერესებისთვის - იყენებენ. მოკლედ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ჩამოსვლის წინ საქართველოს მთავრობაში ყველაფერზე იყო მსჯელობა, სავალუტო ფინდის წინაშე ნაკისრი და შეუსრულებელი ვალდებულებების გარდა. მთავრობის სხდომიდან გამოსული მინისტრები ჟურნალისტებთან საკუთარ უწყებებში შესრულებულ პროგრამებზე საუბრობდნენ. თუმცა შეუსრულებელია ხე-ტყისა და ფერადი ლითონების გატანასთან დაკავშირებული დადგენილებების გაუქმების მოთხოვნა. პარლამენტში სათანადო დადგენილების პროექტის შეტანა ვალდებულების შესრულებას არ ნიშნავს. ენერგეტიკის სექტორში არსებული დავალიანების გასტუმრებაზე ლაპარაკი ზედმეტია. დავალიანება 1 მილიარდ ლარს უტოლდება და მისი დაფარვის პერსპექტივაც კი ბუნდოვანია. შეუსრულებელია ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის 25 მილიონით გაზრდის ვალდებულებაც, რომლისთვისაც ფინანსთა მინისტრი ხან გადასახადების გაზრდას, ხანაც ადმინისტრირების გამკაცრებას მოითხოვდა. თითქმის არაფერი გაკეთებულა კონტრაბანდასთან და ჩრდილოვან ეკონომიკასთან საბრძოლველად. მოკლედ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შეუსრულებელია და ის, რომ ხელისუფლებაში ტრანშის შეწყვეტის შიში ნაკლებად იგრძნობა, ერთი გარემოებით შეიძლება აიხსნას. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ტრანშის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება და ეს მხოლოდ საქართველოსადმი დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლინება იქნება.