Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიაში მოკლეს გავლენიანი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი


ჰოლანდიაში მოკლეს გავლენიანი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი პიმ ფორტოინი.

ჰოლანდიაში მოკლეს გავლენიანი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი პიმ ფორტოინი.
თავდასხმა მოხდა ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე, როცა ფორტოინი ამსტერდამის მახლობლად მდებარე ქალაქ ჰილვერსუმის რადიოცენტრიდან გამოდიოდა. მკვლელმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმეჯერ ესროლა ფორტოინს. 53 წლის პოლიტიკოსი სათავეში ედგა ახლახან შექმნილ ულტრამემარჯვენე პარტიას, რომელიც ჰოლანდიელთა შორის სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მკვლელობა საპარლამენტო არჩევნებამდე 9 დღით ადრე მოხდა. მიმომხილველთა ვარაუდით, ხსენებულ პარტიას არჩევნებში წარმატების საუცხოო შანსი აქვს.
XS
SM
MD
LG