გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი ავღანეთში მიემგზავრება ვიზიტად.
ხვალ ქაბულში დაგეგმილია მისი შეხვედრები ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჰამიდ კარზაისთან, ყოფილ მონარქთან ზაჰირ შაჰთან და ქვეყანაში გაეროს საგანგებო წარმომადგენელთან ლაჰდარ ბრაჰიმისთან. მოლაპარაკებების მთავარი თემაა ავღანეთის აღდგენა. შრიოდერს მოგზაურობისას თან ახლდებიან გერმანიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები. ვარაუდობენ, რომ კანცლერი მოინახულებს პოლიციის სკოლას, რომელშიც გერმანელი სპეციალისტები მუშაობენ. აგრეთვე შეხვდება საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში მომსახურე გერმანელ სამხედროებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედის გერმანიის ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი ფრანც ბეკენბაუერი, რომელიც ქაბულის აღდგენილი სტადიონის საზეიმო გახსნას დაესწრება.