Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 8


11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 8 თვის თავზე აშშ-ს საელჩომ და საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარმა სამმართველომ ღონისძიება მოაწყეს.

11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 8 თვის თავზე აშშ-ს საელჩომ და საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარმა სამმართველომ ღონისძიება მოაწყეს.
ამ ღონისძიებით ქართველმა მეხანძრეებმა პატივი მიაგეს თავიანთ ამერიკელ კოლეგებს. 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტებს ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის 343 თანამშრომელი შეეწირა. მეხანძრეებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამასთანავე 11 სექტემბერს დაშავებულთათვის პირველადი დახმარების გაწევასა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაში. აშშ-ს საელჩოში მისულმა ქართველმა მეხანძრეებმა ყვავილების შეამკეს 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. ცერემონიალის დასასრულს ხუთ ქარველ მეხანძრეს საპატიო ჯილდოები გადასცეს.
XS
SM
MD
LG