Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს არ დაივიწყოს გაყინული კონფლიქტები


გაეროს თითქმის ყოველ შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობა, მისი მაღალი რანგის წარმომადგენელები ცდილობენ საერთაშორისო თანამეგობრობას,

შეკრებილ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს შეახსენონ მათი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრობლემა, აფხაზეთის მოუგვარებელი საკითხი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა, იმყოფეოდა რა გაეროს კონფერენციაზე, რომელიც ბავშვებს მიეძღვნა, თქვა, რომ ამ ასამბლეის პირდაპირი თემაა, ამდენად, აფხაზეთიც:
[მენაღარიშვილის ხმა]
“ჩემი ქვეყანის 50 ათასი ახალგაზრდა მოქალაქეა ძალით მათი სახლიდან განდევნილი და მათი მომავალი, ისევე როგორც მათი ქვეყნის მომავალი, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაეხმარება საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობა”.

მენაღარიშვილმა თქვა, რომ მან ნიუ იორკში ბევრი საუბარი გამართა ამ თემაზე: ის შეხვდა გაეროში შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ელჩებს, ასევე სამშვიდობო ძალების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჟან მარი გუენოს. მინისტრის თანახმად, ის მალე აპირებს აფხაზეთის კონფლიქტის საკითხში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას. მენაღარიშვილი არ გამორიცხავს ზაფხულში აფხაზთა და ქართველთა მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრას. მისი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია დაიწყოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ხელისუფლების განაწილების შესახებ მოლაპარაკების რთული პროცესი. [მენაღარიშვილის ხმა]

“კარგად გვესმის, რომ ეს კომპლექსური და რთული თემაა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს სამშვიდობო პროცესის მთავარი ნაწილია. ის რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ”.

მენაღარიშვილმა ჩვენი რადიოს ნიუ იორკელ კორესპონდენტთან საუბარში შეშფოთება გამოხატა, რომ მისი მთავრობა მთლიანად ვერ აკონტროლებს შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ხოლმე აფხაზთა პოზიციებს. იქვე მან აღნიშნა, რომ რუსეთთან პარტნიორობას გადამწყვეტად მიიჩნევს, მაგრამ ის რუსეთის ჩარევის შეზღუდვის მომხრეც არის. მენაღარიშვილმა ჩვენს კორესპონდენტს აუხსნა, რომ რუსეთში არ არის ერთიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, და რომ მაგალითად, შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას კრიტიკულად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ პუტინის თქმით, ეს ტრგედია არ არის. მენაღარიშვილმა თქვა, რომ ვიღაც - ვიღაცეებს რუსეთში არ სურთ, რომ საქართველომ დამოუკიდებელი გზით იაროს:
[მენაღარიშვილის ხმა]
“აშკარაა, რომ რუსეთთან კარგი დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლამის პირობაა, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც სიმართლეა, რომ რუსეთში არის ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოს დამოუკიდებლობას”.
მენაღარიშვილმა ამ ინტერვიუში თქვა, რომ ტერიტრიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ომი “ალ ყაიდასთან” ომით არ უნდა შემოიფარგლოს. მისი აზრით, ყურადღება უნდა მიექცეს ეგრეთწოდებულ გაყინულ კონფლიქტებს, როგორიცაა მაგალითად აფხაზეთისა, რომელიც მინისტრის თქმით, რეგიონის დესტაბილიზაციის პოტენციური კერაა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღაიშვილი რომელიც ნიუ იორკიდან გაფრინდა ისლანდიაში, რეიკიავიკში, სადაც ის 14 მაისს მონაწილეობას მიიღებს ნატოს პროგრამის “პარტნიორობა მშივდობისათვის” შეხვედრაში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG