Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭოს


ერაყმა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია,

ერაყმა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია,
რომელიც ითვალისწინებს კონტროლის გამკაცრებას ერაყში გარკვეული ტიპის საქონლის შეტანაზე. საუბარია იმგვარ საქონელზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებით. ამასთანავე, როგორც ერაყის ინფორმაციის მინისტრმა, მოჰამად საიდ ალ-საჰაფმა განაცხადა, ბაღდადი განაგრძობს გაეროსთან თანამშრომლობას ჰუმანიტარული პროგრამის “ნავთობი სურსათის სანაცვლოდ” ფარგლებში. სამშაბათს მიღებული რეზოლუციით გაერომ ამ პროგრამის მოქმედების ვადა კიდევ ნახევარი წლით გააგრძელა.
XS
SM
MD
LG