Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ოფიციალურ ვიზიტად ესტუმრა საფრანგეთს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ოფიციალურ ვიზიტად ესტუმრა საფრანგეთს.
მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ჟაკ შირაკთან გამართა მოლაპარაკებები საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბუშმა კვლავ უწოდა საფრანგეთს შეერთებული შტატების ერთ-ერთი ძირითადი მოკავშირე ანტიტერორისტულ კოალიციაში. შირაკმა განაცხადა, რომ იზიარებს ბუშის პოზიციას ტერორიზმის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის აუცილებლობის თაობაზე. ბუში პარიზში ჩავიდა რუსეთიდან, სადაც ხელი მოეწერა სტრატეგიული საიერიშო პოტენციალის შემცირების ხელშეკრულებას, აგრეთვე ორმხრივი ურთიერთობების ახალი პრინციპების შესახებ დეკლარაციას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს დოკუმენტები დაახასიათა, როგორც იმის დასტური, რომ ორივე სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო უშიშროებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაში. ბუშმა და პუტინმა მოუწოდეს პაკისტანს და ინდოეთს, შეაჩერონ დაძაბულობის ესკალაცია და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ.
XS
SM
MD
LG