Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელმა ავიადისპეტჩერებმა დღეს განაცხადეს


გერმანელმა ავიადისპეტჩერებმა დღეს განაცხადეს,

გერმანელმა ავიადისპეტჩერებმა დღეს განაცხადეს,
რომ რამდენჯერმე სცადეს თავიანთ შვეიცარიელ კოლეგებთან დაკავშირება, რათა გაეფრთხილებინათ თვითმფრინავების მოსალოდნელი დაჯახების შესახებ, მაგრამ ერთადერთი სატელეფონო ხაზი – დაკავებული იყო. შვეიცარიელ ავიადისპეტჩერებს ევალებოდათ საჰაერო სივრცის კონტროლირება შვეიცარია-გერმანიის საზღვარზე, სადაც გასულ ორშაბათს, რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი შვეიცარიის საბარგო ”ბოინგს” დაეჯახა, რამაც 71 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გერმანელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ შვეიცარიელ ავიადისპეტჩერთა სატელეფონო სისტემა გასულ ორშაბათს რემონტში იყო, და მხოლოდ 1 ტელეფონი მუშაობდა. შვეიცარიის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის ავიადისპეტჩერების წინააღმდეგ, რომლებმაც დროზე არ გააფრთხილეს მფრინავები. დღეს უფაში, ავიაკატასტროფაში დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. 33 ადამიანის გვამები გუშინ ჩაიტანეს სატრანსპორტო თვითმფრინავით გერმანიიდან ბაშკირეთის დედაქალაქში. პარასკევს უფაში დანარჩენ დაღუპულთა გვამებს ჩაიტანენ. გერმანელმა ექსპერტებმა დაასრულეს ორივე თვითმფრინავის ეგრედ
წოდებული ”შავი ყუთების” გაშიფრვა. მისი შედეგები ოთხშაბათს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG