Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში შიდსის პრობლემისადმი


ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში შიდსის პრობლემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში შიდსის პრობლემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შიდსის განყოფილების დირექტორმა ბერნჰარდ შვარტლენდერმა განაცხადა, რომ აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოში შრომისუნარიანი მოსახლეობა შესაძლოა ერთი მეოთხედით შემცირდეს უახლოესი 20 წლის განმავლობაში. მისივე თქმით, აფრიკის 7 სახელმწიფოში, მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი იმუნოდეფიციტის ვირუსითაა დაავადებული, ხოლო ბოცვანაში, ლესოტოში, სვაზილენდსა და ზიმბაბვეში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ შიდსის ეპიდემია – ყველაზე საშინელი კაცობრიობის ისტორიაში – ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია, და თუ დროზე არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები, მომავალი 20 წლის განმავლობაში, მას, შესაძლოა, 70 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლოს.
XS
SM
MD
LG