Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, თურქეთის ვიცე-პრემიერი ჰუზამეთინ ოზკანი


დღეს, თურქეთის ვიცე-პრემიერი ჰუზამეთინ ოზკანი გადადგა

დღეს, თურქეთის ვიცე-პრემიერი ჰუზამეთინ ოზკანი გადადგა
სამთავრობო კოალიციის მომავლის თაობაზე პრემიერ-მინისტრ ბულენთ ეჯევითთან მომხდარი უთანხმოების გამო. ოზკანმა განაცხადა ამასთანავე, რომ გადის მემარცხენე დემოკრატიული პარტიიდან, რომელსაც ბულენთ ეჯევითი თავმჯდომარეობს. თანამდებობები – კიდევ 3-მა მინისტრმა დატოვა. მინისტრთა კაბინეტიდან ერთი პარტიის 4 წევრის ერთდროულმა გამოსვლამ შესაძლოა სამთავრობო კაოლიციის დაშლა გამოიწვიოს. უკიდურესი მემარჯვენე პარტიის, ”ეროვნული ქმედების” ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა დევლეთ ბაჩელიმ განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა აქვს განზრახული, რათა ვადამდელი არჩევნების საკითხი გადაწყდეს. ოპოზიციის წარმომადგენლები, აგრეთვე კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბულენთ ეჯევითის გადაგომას მოითხოვენ. მაისში ეჯევითი ორჯერ მოათავსეს საავადმყოფოში და მას შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა.
XS
SM
MD
LG